Magdalena Posted May 24, 2023 Posted May 24, 2023 კომპანია Meta და Magic Leap-ი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებისა და წარმოების მრავალწლიანი ხელშეკრულების გასაფორმებლად, აცხადებს Financial Times. მოლაპარაკებების დეტალები მწირია, მაგრამ ცნობილია, რომ პოტენციური პარტნიორობა არ გულისხმობს ჰედსეტის ერთობლივად შემუშავებას. ამის ნაცვლად Magic Leap-მა შესაძლოა Meta-ს წვდომა მისცეს გარკვეულ ოპტიკურ ტექნოლოგიებზე. კომპანიები ერთად შეძლებენ უკეთ დაუპირისპირდნენ კონკურენტებს, რომელთა შორის მალე Apple გამოჩნდება. ფოტოს წყარო: Magic Leap ფლორიდაში დაფუძნებული სტარტაპი Magic Leap ქმნის ტექნოლოგიებსა და კომპონენტებს VR- და AR ჰედსტებისთვის, მათ შორისაა მოწინავე ტექნოლოგიის ლინზები, აგრეთვე სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა, რაც მეტასამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიაა. Magic Leap ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული AR-სტარტაპია, რომელშიც 3.5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციები აქვთ ჩადებული ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Google და Alibaba. კომპანია Magic Leap-ს საწარმო აქვს მექსიკაში, სადაც შესაძლებელია წელიწადში ათეულ ათასობით ჰედსეტის წარმოება. პარტნიორობის ფარგლებში Magic Leap-ს ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს Meta-ს მოწყობილობების წარმოებას, რაც ტექნოლოგიურ გიგანტს საშუალებას მისცემს აწარმოოს მეტი VR ჰედსეტი ჩრდილოეთ ამერიკაში, რაც ეხმაურება ამერიკული კომპანიების სწრაფვას - შეამცირონ ჩინეთზე დამოკიდებულება. Meta-ში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, არც Magic Leap-ს დაუდასტურებია მსგავსი მოლაპარაკებების წარმოების მიმდინარეობა. თუმცა Magic Leap-მა განაცხადა, რომ პარტნიორობა ხდება "მნიშვნელოვანი ბიზნესი და მზარდი შესაძლებლობა Magic Leap-ისთვის". გასული წლის ბოლოს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა Peggy Johnson-მა განაცხადა, რომ კომპანიამ „დაუჯერებელი ინტერესი მიიღო მთელი ინდუსტრიისგან მათი ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებისა და დაპატენტებული საწარმოო პროცესის მიმართ სხვა კომპანიების ოპტიკის წარმოებისთვის, რომელთაც სურთ შერეული რეალობის საკუთარი ტექნოლოგიების გამოშვება“. ამ დროისთვის Meta იმყოფება ინვესტორების მხრიდან ზეწოლის ქვეშ, რომლებიც მისგან ითხოვენ წარადგინოს რაიმე მაინც იმ თანხად, რაც მან მეტასამყაროს რეალიზაციისთვის დახარჯა. კომპანია არ ელის მოგების მიღებას მეტასამყაროსთან დაკავშირებულო ყველა პროექტიდან კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად ხარჯავს დაახლოებით 10 მლრდ აშშ დოლარს თავის Reality Labs VR განყოფილებაზე. https://tinyurl.com/yckw5xc7
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now