Jump to content

Recommended Posts

Posted

NASA-მ აირჩია მეორე კომპანია ადამიანების მთვარეზე გასაგზავნად. მილიარდერი ჯეფ ბეზოსი პასუხისმგებელი იქნება მთვარეზე ეკიპაჟის მესამე მისიის შესრულებაზე Artemis-ის პროგრამის ფარგლებში. იგი ააგებს სისტემას მისია Artemis V-სთვის, რომლის გაშვება 2029 წლის სექტემბერში იგეგმება. კომპანიას არ უსაუბრია სატრანსპორტო საშუალების არჩევაზე, თუმცა უკვე ცნობილია, რომ Blue Origin მუშაობს ლენდერ Blue Moon-ზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Blue Origin 

კაფსულა Boeing Orion ოთხ ასტრონავტს მიიყვანს ორბიტალურ სადგურ Gateway-ზე, სადაც ეკიპაჟის ორი წევრი გამოიყენებს კოსმოსურ სადგურზე მიმაგრებულ დასაფრენ მოდულ Blue Origin-ს მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაშვებისთვის. ექსპედიცია გაგრძელდება ერთი კვირა, რომლის განმავლობაში ასტრონავტები გამართავენ როვერს და ჩაატარებენ სამეცნიერო ექსპერიმენტებს, პარალელურად დანარჩენი ასტრონავტები იმუშავებენ Gateway-ზე. 

NASA-ს უკვე შერჩეული აქვს კომპანია SpaceX-ის ხომალდი პირველი (Artemis III) და მეორე (Artemis IV) მისიისთვის. გასულ წელს სააგენტომ განაცხადა, რომ მიიღებს მეორე დასაფრენი მოდულის წინადადებას, რათა უზრუნველყოს სათადარიგო ვარიანტი და კონკურენციას შეუწყოს ხელი. Blue Origin-მა მთვარის კონტრაქტზე განაცხადი გასული წლის დეკემბერში შეიტანა. კომპანიამ გააპროტესტა SpaceX-ის გამარჯვება და უჩივლა NASA-ს კონტრაქტში უსაფრთხოების საკითხების იგნორირების გამო, მაგრამ ფედერალურმა სასამართლომ უარყო ეს პრეტენზიები. 

ეს არის დიდი მოვლენა Blue Origin-ისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას უკვე აქვს კონტრაქტი NASA-სთან მარსზე სამეცნიერო მისიის და კოსმოსურ სადგურ Orbital Reef-ის ფინანსური მხარდაჭერისთვის, მანამდე მთვარის პროგრამაში წარმატებული არ ყოფილა. ასევე ეს ნიშნავს, რომ NASA სულ უფრო მეტად ეყრდნობა კერძო ტექნოლოგიებს დედამიწის ორბიტას ფარგლებს გარეთ ფრენებისთვის. მაგალითად, მთვარის მისიებისთვის განკუთვნილ სკაფანდრებს კომპანია Axiom Space ამზადებს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.