Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ევროკავშირის საბჭომ, რომელიც მოიცავს 27 ქვეყანას, ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი კრიპტოაქტივების ბაზრის რეგულირების შესახებ (MiCA). ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ასევე მიიღეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ზომები. 

მიღებული კანონპროექტი კრიპტონდუსტრიის ყოვლისმომცველი რეგულირების შესახებ კომპანიებს ავალდებულებს ლიცენზიის მიღებას ევროკავშირში საქმიანობისთვის, ხოლო Stablecoin-ის ემიტენტებ ვალდებულნი გახდნენ ჰქონდეთ სარეზერვო უზრუნველყოფა. 

„დღეს ჩვენ ვასრულებთ დაპირებას, რომ დავიწყებთ კრიპტოვალუტების სექტორის რეგულირებას. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაადასტურა წესების შემოღების აუცილებლობა, რომლებიც დაიცავს იმ ევროპელებს, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ ციფრულ აქტივებში და თავიდან აიცილებენ ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენებას ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსებისთვის“, - აღნიშნა ელიზაბეტ სვანტესონმა შვედეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. 

MiCA-ს პარალელურად ევროკავშირის საბჭო შეთანხმდა კანონპროექტზე კრიპტო კომპანიების მიერ საგადასახადო ანგარიშგების წარდგენის შესახებ. დოკუმენტი კომპანიებს ავალდებულებს სახელმწიფო ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია თავიანთი მომხმარებლების ბალანსის შესახებ. ინიციატივა ჯერ არ მიუღია ოფიციალური კანონის სახე - ამისათვის საჭიროა ევროპარლამენტის თანხმობა. 

ეკონომიკურ საკითხებში ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ეს წინადადება ხელს შეუწყობს "გადასახადების უფრო ეფექტურად მოკრებასა და განვითარებადი ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობას“.  

კრიპტო აქტივებსა და ელექტრონულ ფულს გააჩნია ეკონომიკისა და ინოვაციების სტიმულირების დიდი პოტენციალი, მაგრამ ისინი ასევე შეიცავს გამჭვირვალობის შემცირებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ან თაღლითობის რისკებს“, - აღნიშნა მან. 

მიმდინარე თვეში EBA-ს თავმჯდომარე ხოსე მანუელ კამპამ გამოთქვა წინადადება, რომ ცენტრალურ ბანკებს მიეცთ შესაძლებლობა შეზღუდონ Stablecoin-ების გამოშვება, თუ ისინი გავლენას ახდენენ საჯარო პოლიტიკის მიზნებზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.