Jump to content

Recommended Posts

Posted

მიმდინარე წელს Apple სავარაუდოდ წარადგენს iPhone-ის ოთხ ახალ მოდელს, მათ შორის იქნება iPhone 15, 15 Plus, 15 Pro და 15 Pro Max. ინსაიდერების თქმით ახალ სმარტფონებს ახალ დიზაინი ექნება, მაგრამ მათი ეკრანის ზომები წინამორბედების მსგავსი დარჩება. თუმცა iPhone 16 Pro მოდელს, რომელიც გამოვა 2024 წელს, TF Securities-ის ცნობილ ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს თქმით, ექნება უფრო დიდი ეკრანი, ვიდრე iPhone 14 Pro-სა და iPhone 15 Pro-ს. 

image.jpeg 

Ming-Chi Kuo-მ ბლოგის მეშვეობით განაცხადა, რომ სმარტფონ iPhone 16 Pro-ს, რომლის ანონსი მომდევნო წელსაა მოსალოდნელი, ექნება ოდნავ დიდი დისპლეი 6.1-დუიმიან iPhone 14/15 Pro-სთან შედარებით, რაც საშუალებას იძლევა მასში წარმოდგენილ იქნას პერისკოპული კამერა კორპუსში არსებული დიდი სივრცის წყალობით. პერისკოპული კამერა ექნება ასევე 2024 წლის iPhone 16 Pro Max-ს. ანალიტიკოსის თქმით სმარტფონების კამერის მოდულების მმწოდებელი Cowell Electronics იქნება. უნდა აღინიშნოს, მიმდინარე წლის მარტში Kuo-მ განაცხადა, რომ iPhone 15 სერიებში მხოლოდ iPhone 15 Pro Max მოდელს ექნება პერისკოპული კამერა. 

Kuo-ს პროგნოზი iPhone-ის ეკრანის ზომების შესახებ იკვეთება ინდუსტრიის სხვა ანალიტიკოს როს იანგ პროგნოზთან, რომელმაც გასულ კვირას დაწერა, რომ iPhone 16 Pro-სა და iPhone 16 Pro Max-ს უფრო დიდი ეკრანები ექნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.