Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASUS-მა წარადგინა ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090 ROG Strix LC, რომელსაც აქვს ტექნიკური უზრუნველყოფის არმქონე თხევადი გაგრილების სისტემა. ახალ ბარათში გამოყენებულია ისეთივე გაგრილების სისტემ, როგორიც წინა თაობის GeForce RTX 3090 Ti ROG Strix LC მოდელში. როგორც ჩანს, მისი წარმადობ სავსებით საკმარისია Ada Lovelace არქიტექტურაზე აგებული ფლაგმანურამაჩქარებლის გასაგრილებლად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

თავად GeForce RTX 4090 ROG Strix LC-ს აქვს სრული დაფარვის წყლის ბლოკი, რომელიც აგრილებს AD102 GPU-სა და GDDR6X მეხსიერების ჩიპებს. გაგრილების სისტემაში არსებულ ქულერს ხელი ჰაერი გრაფიკული ამაჩქარებლის VRM კვების ქვესისტემის კომპონენტებიდან გააქვს. ბარათი იკავებს გაფართოების 2.6 სლოტს კომპიუტერში. 

image.jpeg 

ROG STRIX LC-ის გაგრილების სისტემის წყლის ბლოკი გარე 240-მილიმეტრიან რადიატორთან დაკავშირებულია 560 მმ სიგრძის ორი დრეკადი მილით. რადიატორი დამატებით გრილდება RGB განათების მქონე ორი 120-მილიმეტრიანი ქულერით, რომლებიც უზრუნველყოფს ჰაერის ძლიერ ნაკადს და სტატიკურ წნევას, ამასთან ნარჩუნდება ხმაურის დაბალი დონე. 

image.jpeg 

image.jpeg 

GeForce RTX 4090 ROG Strix LC ხელმისაწვდომი იქნება ქარხნული აჩქარებით და მის გარეშე. ორივეს აქვს ორმაგი BIOS სისტემა ჩუმი და მაღალი წარმადობის სამუშაო რეჟებით. აჩქარების არმქონე ვერსიის GPU-ის სტანდარტული სიხშირეა 2520 მჰც, Boost სიხშირე - 2550 მჰც. აჩქარებულ ვერსიას აქვს სტანდარტული გრაფიკული ჩიპის სიხშირე 2610 მჰც და Boost სიხშირე - 2640 მჰც. 

image.jpeg 

image.jpeg 

კომპანიას არ გამოუცხადებია, როდის გამოვა გაყიდვაში და რა ეღირება GeForce RTX 4090 ROG Strix LC მოდელი. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საჰაერო გაგრილების სისტემის მქონე RTX 4090 ROG Strix OC ვარიანტი ამჟამად შეფასებულია 2 ათას აშშ დოლარად, თხევადი გაგრილების სისტემის მქონე ვერსიის ფასი მასთან შედარებით მნიშნელოვნად მაღალი იქნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.