Jump to content

Recommended Posts

Posted

NVIDIA-მ TSMC-თან გაზარდა ჩიპების წარმოების შეკვეთების მოცულობა გამოთვლითი ამაჩქარებლების GPU-ებზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებისთვისაა განკუთვნილი. როგორც ჩანს, NVIDIA იმდენად ოპტიმისტურად აფასებს თავისი CoWoS ფორმატის GPU-ებზე არსებულ მოთხოვნას, რომ დამატებითი შეკვეთები მთელი წლისთვის განათავსა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

გავრცელებული ინფორმაციით TSMC ვალდებულია გამოუშვას დამატებით 10 ათასი NVIDIA CoWoS შეფუთული სილიკონი 2023 წლის განმავლობაში, რათა დააკმაყოფილოს ფართოდ გამოყენებადი ჩიპების მზარდი მოთხოვნა. ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს ყოველთვიურად 1000-დან 2000-მდე სილიკონის დამატებით წარმოებას დარჩენილი წლის განმავლობაში. ცნობილი არ არის, NVIDIA-ს რომელი გრაფიკული პროცესორის წარმოების გაზრდაა დაგეგმილი. CoWoS-ის ყოველთვიური წარმოების მოცულობა 8 ათასიდან 9 ათას სილიკონის ფირფიტას შეადგენს, ასე რომ NVIDIA-სთვის დამატებით 1000-დან 2000-მდე სილიკონის მიწოდება მნიშვნელოვნად გაზრდის მოწინავე შეფუთვის ჩიპების წარმოების სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტს. შედეგად ინდუსტრიის სხვა კომპანიები შესაძლოა CoWoS-სერვისის დაფციტისგან დაზარლდეს. 

ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მაღალი წარმადობის სამუშაო დატვირთვებისთვის განკუთვნილ, ფართოდ დანერგილ პლატფორმა NVIDIA CUDA-ს წყალობით ათობით მსხვილი დამკვეთი ეყრდნობა კომპანიის აღჭურვილობას ხელოვნური ინტელექტის საკუთარი აპლიკაციების გამოშვებისთვის. Google-მა ახლახანს დააანონსა ახალი სუპერკომპიუტერი A3, რომელიც აგებული იქნება 26 ათას NVIDIA H100 ამაჩქარებელზე და უზრუნველყოფს 26 Eflops წარმადობას ხელოვნური ინტელექტის ამოცანებში. იმავდროულად, Microsoft-მა, Oracle-მ და ლონ მასკის ხელოვნური ინტელქტის პროექტის კმპანიამაც იყიდეს ათობით ათასი NVIDIA AI GPU ბოლო კვარტალებში. 

აღსანიშნავია, რომ NVIDIA ზრდის შეკვეთებს GPU-ებზე მას შემდეგაც, რაც დაკარგა ჩინეთის ორგანიზაციებისთვის უძლიერესი ამაჩქარებლების მიწოდების შესაძლებლობა აშშ-ის ხელისუფლების ნებართვის გარეშე. სავარაუდოა, რომ ჩინური კომპანიები მზად არიან შეიძინონ ნაკლებად ძლიერი A800 და H800 ამაჩქარებლები, ან ამერიკული, ევროპული და იაპონური კომპანიების მოთხოვნა დააკომპენსირებს ჩინეთში მიწოდების შემცირებას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.