Magdalena Posted May 15, 2023 Posted May 15, 2023 NVIDIA-მ TSMC-თან გაზარდა ჩიპების წარმოების შეკვეთების მოცულობა გამოთვლითი ამაჩქარებლების GPU-ებზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებისთვისაა განკუთვნილი. როგორც ჩანს, NVIDIA იმდენად ოპტიმისტურად აფასებს თავისი CoWoS ფორმატის GPU-ებზე არსებულ მოთხოვნას, რომ დამატებითი შეკვეთები მთელი წლისთვის განათავსა. ფოტოს წყარო: NVIDIA გავრცელებული ინფორმაციით TSMC ვალდებულია გამოუშვას დამატებით 10 ათასი NVIDIA CoWoS შეფუთული სილიკონი 2023 წლის განმავლობაში, რათა დააკმაყოფილოს ფართოდ გამოყენებადი ჩიპების მზარდი მოთხოვნა. ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს ყოველთვიურად 1000-დან 2000-მდე სილიკონის დამატებით წარმოებას დარჩენილი წლის განმავლობაში. ცნობილი არ არის, NVIDIA-ს რომელი გრაფიკული პროცესორის წარმოების გაზრდაა დაგეგმილი. CoWoS-ის ყოველთვიური წარმოების მოცულობა 8 ათასიდან 9 ათას სილიკონის ფირფიტას შეადგენს, ასე რომ NVIDIA-სთვის დამატებით 1000-დან 2000-მდე სილიკონის მიწოდება მნიშვნელოვნად გაზრდის მოწინავე შეფუთვის ჩიპების წარმოების სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტს. შედეგად ინდუსტრიის სხვა კომპანიები შესაძლოა CoWoS-სერვისის დაფიციტისგან დაზარლდეს. ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მაღალი წარმადობის სამუშაო დატვირთვებისთვის განკუთვნილ, ფართოდ დანერგილ პლატფორმა NVIDIA CUDA-ს წყალობით ათობით მსხვილი დამკვეთი ეყრდნობა კომპანიის აღჭურვილობას ხელოვნური ინტელექტის საკუთარი აპლიკაციების გამოშვებისთვის. Google-მა ახლახანს დააანონსა ახალი სუპერკომპიუტერი A3, რომელიც აგებული იქნება 26 ათას NVIDIA H100 ამაჩქარებელზე და უზრუნველყოფს 26 Eflops წარმადობას ხელოვნური ინტელექტის ამოცანებში. იმავდროულად, Microsoft-მა, Oracle-მ და ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის პროექტის კომპანიამაც იყიდეს ათობით ათასი NVIDIA AI GPU ბოლო კვარტალებში. აღსანიშნავია, რომ NVIDIA ზრდის შეკვეთებს GPU-ებზე მას შემდეგაც, რაც დაკარგა ჩინეთის ორგანიზაციებისთვის უძლიერესი ამაჩქარებლების მიწოდების შესაძლებლობა აშშ-ის ხელისუფლების ნებართვის გარეშე. სავარაუდოა, რომ ჩინური კომპანიები მზად არიან შეიძინონ ნაკლებად ძლიერი A800 და H800 ამაჩქარებლები, ან ამერიკული, ევროპული და იაპონური კომპანიების მოთხოვნა დააკომპენსირებს ჩინეთში მიწოდების შემცირებას. https://tinyurl.com/ktcrd6ep Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.