Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ში საბაზისსაპროცენტო განაკვეთი კვლავ გაიზარდა 0.25 პროცენტული პუნქტით. ამ ფონზე გაძლიერდა ამერიკული რეგიონალური ბანკების პრობლემები და შეიმჩნევა Bitcoin-ის და მთლიანად კრიპტო ბაზრის გარკვეული გაძლიერება. 

image.jpeg 

ფედერალურმა ღია ბაზრის კომიტეტმა (FOMC) Fed-ის მორიგ სხდომაზე გადაწყვიტა საბაზისო საპროცენტო განაკვეთის 5-5.25%-მდე გაზრდა. ამის შესახებ Fed-ის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა განაცხადა. ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ აშშ-ს საბანკო სისტემა საიმედო და მტკიცეა და საბანკო სექტორში პირობები ზოგადად გაუმჯობესდა მარტის დასაწყისიდან. 

ჯამში ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის შემდგომმა გამკაცრებამ საბანკო სექტორში მორიგი გამწვავება გამოიწვია. აშშ-ს ზოგიერთი მსხვილი რეგიონალური ბანკის კვოტების ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. PacWest Bancorp-ის აქციები ყველაზე მეტად დაზარალდა - ამ დროისთვის მათი ფასი 52.5%-ით შემცირდა. გარდა ამისა, ბოლო სავაჭრო სესიაზე ღირებულების მნიშვნელოვანი კლება დააფიქსირეს შემდეგი ბანკების აქციებმა: 

  • Western Alliance Bancorp (22.4%);  

  • Metropolitan Bank (16.2%);  

  • HomeStreet (7.8%) და მთელი რიგი სხვა ბანკები. 

Google Finance-ის ინფომაციით ჯამში საბანკო ინდექს KBW Nasdaq-ის კვოტების ღირებულება სავაჭრო სესიის გამავლობაში 5%-ზე მეტით შემცირდა. 

ამავე დროს Bitcoin-ის ფასი დღე-ღამის განმავლობაში 2%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, პირველი კრიპტოვალუტის ბლოკჩეინის ქსელის მთლიანი გამოთვლითი სიმძლავრე გაიზარდა 439 EH/s-მდე, ქსელში ტრანზაქციების ჯამურმა რაოდენობა დღეში 682 ათასს გადააჭარბა, ხოლო აქტიური მისამართების საერთო რაოდენობა 300 ათასზე მეტი იყო. Bitcooin-ის შემდეგ ზრდა დააფიქსირეს Altcoin-ებმაც, ასე რომ მთლიანობაში კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია 2%-ით გაიზარდა. 

Bitcoin-ის მონაცემები აფიქსირებს ქსელის სტაბილურობას, ასევე BTC-ის გამოყენების ზრდას. კერძოდ, პირველი კრიპტოვალუტა გამოიყენება ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული რისკების ჰეჯირების მიზნით. ამ შემთხვევაში საუბარია საბანკო სექტორზე, ვინაიდან მომხმარებლები არ არიან მიდრეკილნი ენდონ პაუელის განცხადებებს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ First Republic Bank-ის გაკოტრებას რამდენიმე დღის წინ. 

ქვე უნდა აღინიშნოს, რომ First Republic, PacWest და Western Alliance ყველაზე მეტად დაზარალდნენ მარტის შუა რიცხვებში, როდესაც აშშ-ს საბანკო სისტემაში დესტაბილიზაციის პროცესების ზრდის წინა ეტაპი დაფიქსირდა. 

 

Posted

ოქროს კურსის გაზრდის ფონზე, ბიტკოინმაც კარგათ შეუბერა, ოქრო როცა იდგა 1880$-ზე დეკემბერში 18000$ ვერ ცდებოდენ, როგორც კი გაცდა ოქრო 1900$ უკვე გაცდა ბიტკოინიც ჯერ 20000$ და მერე 31000$ მივიდა, მაქსიმუმ ჯერ მაგდენზე იყო ასული, მაგის შემდეგ დაეცა ისევე 27000$ მაგრამ ოქრომ თუ განაგრძო ზრდა და გაცდა 2100$ მაინც, ბიტკოინიც გაცდება ისევ 31000$ და მაქსიმუმ შეიძლება 35000$ მიუახლოვდეს, დოუ ჯონსიც მოქმედებს მაგრამ ოქროს ზრდა იჭერს კურსს საკმაოთ მაღლა, ეთერეუმიც ბიტკოინს მიყვა და სხვა კოინები, 300$ მილიარდით მაინც გაიზარდა ჰამური კაპიტალიზაცია, დაჟე მეტი იყო პიკზე დეკემბრის მინიმუმს რომ შევადაროთ

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.