Magdalena Posted May 10, 2023 Posted May 10, 2023 NASA, SpaceX და კოსმოსური ოპერატორი Axiom Space მეორე სრულად კერძო კოსმოსური მისიის გაშვებას კოსმოსური საერთაშორისო სადგურისკენ 8 მაისს გეგმავდნენ, მაგრამ მისია 21 მაისამდე გადაიდო. მისია Ax-2. ფოტოს წყარო: axiomspace.com „განახლება მისიის შესახებ: : NASA, Axiom Space და SpaceX საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ მისია Axiom Mission 2-ის გაშვებას გეგმავენ 21 მაისს არაუადრეს 17:37 საათისა “ - დაწერა Twitter-ზე NASA-ს კოსმოსური ოპერაციების სამმართველომ. მისია Ax-2 განხორციელდება რაკეტა SpaceX Falcon 9-ს მეშვეობით ფლორიდას შტატში კენედის კოსმოსური ცენტრის პლატფორმიდან. მისიის ფარგლებში ოთხი კოსმოსური ტურისტი გაემგზავრება სკს-ზე და უკან დაბრუნდება SpaceX Dragon კაფსულით, რომლის სახელწოდებაა Freedom. ეს იქნება Freedom-ის მეორე მისია, იგი მანამდე მონაწილეობდა მისია Crew-4-ში. ფოტოს წყარო: twitter.com/NASASpaceOps Ax-2-ის ეკიპაჟში შედიან NASA-ს მეთაური და ყოფილი ასტრონავტი Peggy Whitson, აგრეთვე კოსმოსური ტურისტები John Shoffner, Rayyanah Barnawi და Ali AlQarni. როგორც დასახელებიდან ჩანს, ეს გახლავთ Axiom Space-ის მეორე მისია - პირველ, Ax-1-ში ასევე მონაწილეობდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, რომლებმაც გასული წლის აპრილში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი კვირა გაატარეს. ხსენებულ მისიაშიც SpaceX-ის ხომალდი იყო გამოყენებული. Axiom უფრო სერიოზულ პროექტებზეც მუშაობს. კომპანია გეგმავს რამდენიმე კერძო მოდულის დაკავშირებას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან - შემდგომში ისინი გამოიყოფა დამოუკიდებელ კომპლექსად და გარდაიქმნებიან პირველ კერძო კოსმოსურ სადგურად. https://tinyurl.com/4ur27883 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.