Jump to content

Recommended Posts

Posted

NASA, SpaceX და კოსმოსური ოპერატორი Axiom Space მეორე სრულად კერძო კოსმოსური მისიის გაშვებას კოსმოსური საერთაშორისო სადგურისკენ 8 მაისს გეგმავდნენ, მაგრამ მისია 21 მაისამდე გადაიდო. 

image.jpeg 

მისია Ax-2. ფოტოს წყარო: axiomspace.com 

„განახლება მისიის შესახებ: : NASA, Axiom Space და SpaceX საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ მისია Axiom Mission 2-ის გაშვებას გეგმავენ 21 მაისს არაუადრეს 17:37 საათისა “ - დაწერა Twitter-ზე NASA-ს კოსმოსური ოპერაციების სამმართველომ. მისია Ax-2 განხორციელდება რაკეტა SpaceX Falcon 9-ს მეშვეობით ფლორიდას შტატში კენედის კოსმოსური ცენტრის პლატფორმიდან. მისიის ფარგლებში ოთხი კოსმოსური ტურისტი გაემგზავრება სკს-ზე და უკან დაბრუნდება SpaceX Dragon კაფსულით, რომლის სახელწოდებაა Freedom. ეს იქნება Freedom-ის მეორე მისია, იგი მანამდე მონაწილეობდა მისია Crew-4-ში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: twitter.com/NASASpaceOps 

Ax-2-ის ეკიპაჟში შედიან NASA-ს მეთაური და ყოფილი ასტრონავტი Peggy Whitson, აგრეთვე კოსმოსური ტურისტები John Shoffner, Rayyanah Barnawi და Ali AlQarni. როგორც დასახელებიდან ჩანს, ეს გახლავთ Axiom Space-ის მეორე მისია - პირველ, Ax-1-ში ასევე მონაწილეობდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, რომლებმაც გასული წლის აპრილში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურე ორი კვირა გაატარეს. ხსენებულ მისიაშიც SpaceX-ის ხომალდი იყო გამოყენებული. 

Axiom უფრო სერიოზულ პროექტებზეც მუშაობს. კომპანია გეგმავს რამდენიმე კერძო მოდულის დაკავშირებას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან - შემდგომში ისინი გამოიყოფა დამოუკიდებელ კომპლექსად და გარდაიქმნებიან პირველ კერძო კოსმოსურ სადგურად. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.