Jump to content

Recommended Posts

Posted

მალევე მას შემდეგ, რაც Intel-ის პროცესორი უჩვეულო სახელწოდებით Core Ultra 5 1003H აღმოაჩინეს გეიმინგ ტესტის მონაცემთა ბაზა Ashes of the Singularity-ში, კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დაგეგმილისამომხმარებლო პროცესორის მოდელების მარკირების მიდგომის შეცვლა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

Intel-ის საერთაშორისო კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ბერნარ ფერნანდსმა Twitter-ის გვერდის საშუალებით დაადასტურა ხმები, რომ კომპანია შეცვლის სამომხმარებლო პროცესორების დასახელების სქემას. როგორც ჩანს, Core i3, Core i5, Core i7 და Core i9 დასახელებების ნაცვლად კომპანია გამოიყენებს Core 3, Core 5, Core 7 და Core 9 სახელებს ზოგ შემთხვევაში პრეფიქსით - Ultra. 

Intel-ის წარმომადგენელს არ განუმარტავს, ეს ცვლილებები შეეხება დესკტოპ ჩიპებსაც თუ მხოლოდ მობილურ პროცესორებზეა საუბარი. მას ასევ არ გამოუცხადებია როდის იგეგმება ამ ცვლილებების განხორციელება, თუმცა ამ კონტექსტში ახსენა Meteor Lake სერიის ჩიპები - მათი პრეზენტაცია მიმდინარე წელსაა მოსალოდნელი. მიიჩნევა, რომ წლის მეორე ნახევარში Meteor Lake პროცესორების გამოშვებამდე კომპანია გამოუშვებს Raptor Lake სერიის დესკტოპ პროცესორების განახლებულ მოდელებს. ზოგი მოსაზრებით ეს ჩიპები იქნება Meteor Lake სერიის ნაწილი, რადგან კომპანია თავდაპირველად მობილური Meteor Lake პროცესორების გამოშვებას გეგმავს. 

image.jpeg 

„დიახ, ჩვენ შეგვაქვს ცვლილებები ბრენდის დასახელებაში, რადგან ვიმყოფებით გეგმის გარდამტეხ მომენტში Meteor Lake პროცესორების გამოშვების წინ. ამ ცვლილებების შესახებ მეტ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გავაზიარებთ“ - განაცხადა ბერნარდ ფერნანდესმა. 

ინტერნეტ ინფორმატორების ინფორმაციით პრეფიქსი Ultra ახალი სქემით შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ახალი ჩიპების მოდელების და არა Raptor Lake-ის განახლებული მოდელების შემთხვევაში. პორტალი VideoCardz ვარაუდობს, რომ Intel Core Mobile H პროცესორების დასახელებები შესაძლოა ამგვარად შეიცვალოს: 

  • Core i9-1XX00H Core (Ultra) 9 1X0XH; 

  • Core i7-1XX00H Core (Ultra) 7 1X0XH; 

  • Core i5-1XX00H Core (Ultra) 5 1X0XH; 

  • Core i3-1XX00H Core (Ultra) 3 1X0XH. 

უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ Intel-ს არ შეუცვლია მიდგომა პროცესორების სახელებთან დაკავშირებით. AMD-მ ეს გასულ წელს გააკეთა. შედეგად Ryzen 7000 პროცესორების უახლესი სერია მოიცავდა მოდელებს, რომლებიც დამყარებულია Zen 3 გამოთვლით არქიტექტურასა და  RDNA 2 გრაფიკულ არქიტექტურაზე, რაც რეალურად მხოლოდ აბნევს მყიდველს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.