Magdalena Posted April 29, 2023 Posted April 29, 2023 გადახდების გიგანტმა Visa-მ გამოაცხადა კრიპტოვალუტების განყოფილებისთვის დეველოპერების დაქირავების შესახებ. ამის შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა Cuy Sheffield-მა განაცხადა. „ჩვენ გვაქვს Visa-ს კრიპტო პროდუქტის ამბიციური სამოქმედო გეგმა და ახლახანს დავიწყეთ უფროსი პროგრამული ინჟინრის ძებნა, რომელიც დაგვეხმარება მივაღწიოთ ბლოკჩეინის ყოვლისმომცველ დანერგვას და Stablecoin-ებში ანგარიშსწორებას“ - განაცხადა მან. დეველოპერების პარალელურად კომპანია ეძებს „ფართოდ ხელმისაწვდომი მასშტაბირებადი სასერვერო სისტემების შექმნის“ გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან Web3 ტექნოლოგიით. სამუშაოს აღწერილობის მიხედვით კანდიდატებს უნდა ესმოდეთ პირველი და მეორე დონის ქსელების მახასიათებლები, ასევე შეძლონ სმარტ-კონტრაქტების შექმნა Solidity ენაზე.Bottom of Form „ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს Github Copilot-ის და ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი სხვა საინჟინრო ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება სმარტ-კონტრაქტების დაწერისა და გამართვის მიზნით“, - განმარტა შეფილდმა. წლის დასაწყისში Visa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალფრედ კელიმ განაცხადა, რომ ბლოკჩეინზე დამყარებული გადაწყვეტილებები ინტეგრირებული იქნება კომპანიის სერვისებში მომდევნო თაობის გადახდების მხარდაჭერისთვის. თებერვალში კრიპტო პლატფორმა Wirex-მა საგადახდო გიგანტთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სადებეტო და წინასწარი გადახდის ბარათების გამოშვებასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/yeykk59w
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now