Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

როგორც Carscoops აცხადებს, შეერთებული შტატების ხელისუფლება ცდილობს უზრუნველყოს, რომ 2030 წლისთვის გაყიდული ავტომობილების ნახევარს შეადგენდეს ელექტრო ძრავზე და არა შიდაწვაზე მომუშავე მანქანები - მსგავსი დინამიკა შესაძლებელს გახდს მოახლოვდეს აშშ-ს მიერ ნახშირორჟანგის ნეიტრალიტეტის მიღწევა. ასეა თუ ისე, როგორც ჩატარებული გამოკითხვები მოწმობს, ამერიკელების დაახლოებით ნახევარი არ არის მზად ელექტრომობილებზე გადასასვლელად. 

Associated Press-ისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენერგეტიკული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით 5.5 ათასი რესპონდენტიდან მხოლოდ 19%-მა თქვა, რომ აპირებს ელექტრომობილის შეძენას სამომავლოდ. კიდევ 22% განიხილავს ასეთ შესაძლებლობას, ხოლო 47% მიიჩნევს, რომ ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილზე გადასვლის ვარიანტი მათთვის ნაკლებად სავარაუდოა. 

გამოკითხულთა თითქმის ორმა მესამედმა ელექტრომობილების მთავარ მინუსად მათი მაღალი ფასი დაასახელა, აგრეთვე ხშირად იქნა ნახსენები ინფრასტრუქტურული პრობლემები (დამტენი სადგურები) და ლოდინის დისკომფორტი აკუმულატორის მარაგის შევსებისას. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში ელექტრომობილის საშუალო ღირებულება ამჟამად თითქმის 60 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ასე რომ ასეთ მანქანას ვერ ვუწოდებთ ხელმისაწვდომს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.