Magdalena Posted April 20, 2023 Posted April 20, 2023 ილონ მასკმა, მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის სწავლების მორატორიუმის მოწოდებისა, გავრცელებული ინფორმაციით ცოტა ხნის წინ წამოიწყო ნეიროქსელის მნიშვნელოვანი პროექტი Twitter-ზე, რომელიც მოიცავს დიდი ენობრივი მოდელის შექმნას. პროექტი გულისხმობს თითქმის 10 ათასი გრაფიკული პროცესორის შესყიდვას და DeepMind-ის ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტების დაქირავებას. წყაროები დარწმუნებულნი არიან, რომ პროექტი ჯერ კიდევ წინასწარ სტადიაზეა, თუმცა მასკის მიზანი - პროექტი განავითაროს, დასტურდება დამატებითი გამოთვლითი სიმძლავრეების შეძენით. ცნობილია, რომ კომპანიამ ათეულობით მილიონი დოლარი დახარჯა გამომთვლელ GPU-ებზე ფინანსური სირთულეების მიუხედავად. ეს ჩიპები, დიდი ალბათობით, გამოყენებული იქნება Twitter-ის ერთ-ერთ დარჩენილ მონაცემთა ცენტრში. Twitter-მა ასევე დაიქირავა დამატებითი ინჟინრები ხელოვნური ინტელექტის ინიციატივის განვითარებისთვის, მათ შორის DeepMind-ის პროფესიონალები. შეგახსენებთ, OpenAI-მ გამოიყენა NVIDIA A100 GPU-ები თავისი ChatGPT ბოტის შექმნისთვის. მას შემდეგ NVIDIA-მ გამოუშვა გამოთვლითი GPU H100, რომლებიც მნიშვნელოვნად სწრაფია წინა თაობის ჩიპებთან შედარებით და მოიხმარენ ანალოგიურ ენერგიას. იმის გამო, რომ Twitter-ის მსგავსი კომპანიები აღჭურვილობას ბითუმად ყიდულობენ, ისინი ლგოტური ფასებით სარგებლობენ. საცალო ვაჭრობაში NVIDIA-ს H100 დაფის ფასი შეიძლება 10 ათას აშშ დოლარზე მეტი იყოს. https://tinyurl.com/2upyju86 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.