Jump to content

Recommended Posts

Posted

ილონ მასკმა, მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის სწავლების მორატორიუმის მოწოდებისა, გავრცელებული ინფორმაციით ცოტა ხნის წინ წამოიწყო ნეიროქსელის მნიშვნელოვანი პროექტი Twitter-ზე, რომელიც მოიცავს დიდი ენობრივი მოდელის შექმნას. პროექტი გულისხმობს თითქმის 10 ათასი გრაფიკული პროცესორის შესყიდვას და DeepMind-ის ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტების დაქირავებას. წყაროები დარწმუნებულნი არიან, რომ პროექტი ჯერ კიდევ წინასწარ სტადიაზეა, თუმცა მასკის მიზანი - პროექტი განავითაროს, დასტურდება დამატებითი გამოთვლითი სიმძლავრეების შეძენით. 

image.png 

ცნობილია, რომ კომპანიამ ათეულობით მილიონი დოლარი დახარჯა გამომთვლელ GPU-ებზე ფინანსური სირთულეების მიუხედავად. ეს ჩიპები, დიდი ალბათობით, გამოყენებული იქნება Twitter-ის ერთ-ერთ დარჩენილ მონაცემთა ცენტრში. Twitter-მა ასევე დაიქირავა დამატებითი ინჟინრები ხელოვნური ინტელექტის ინიციატივის განვითარებისთვის, მათ შორის DeepMind-ის პროფესიონალები. 

შეგახსენებთ, OpenAI-მ გამოიყენა NVIDIA A100 GPU-ები თავისი ChatGPT ბოტის შექმნისთვის. მას შემდეგ NVIDIA-მ გამოუშვა გამოთვლითი GPU H100, რომლებიც მნიშვნელოვნად სწრაფია წინა თაობის ჩიპებთან შედარებით და მოიხმარენ ანალოგიურ ენერგიას. 

იმის გამო, რომ Twitter-ის მსგავსი კომპანიები აღჭურვილობას ბითუმად ყიდულობენ, ისინი ლგოტური ფასებით სარგებლობენ. საცალო ვაჭრობაში NVIDIA-ს H100 დაფის ფასი შეიძლება 10 ათას აშშ დოლარზე მეტი იყოს.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.