Jump to content

Recommended Posts

Posted

დღესდღეობით პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში Arm არქიტექტურის განვითარებაში ყველაზე დიდი წარმატებით კომპანია Apple სარგებლობს, რომლის მოწყობილობები სეგმენტის 90%-ს იკავებს. Counterpoint Research-ის ანალიტიკოსების აზრით სხვა კომპანიებიც აქტიურად გამოიყენებენ Arm არქიტექტურას, რის შედეგად მისი წილი პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე 2027 წლისთვის 25%-ით გაიზრდება ამჟამინდელი 14%-ისგან განსხვავებით.   

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Arm 

რა თქმა უნდა, როგორც პროგნოზის ავტორები აღნიშნავენ, პოპულარული ოპერაციული სისტემებისა და აპლიკაციების მხარდაჭერა, როგორიცაა Windows და Office365, მნიშვნელოვნად იმოქმედებს Arm-თავსებადი ლეპტოპების გაფართოების ტემპზე. მიმდინარე წლის ბოლომდე კომპიუტერების სეგმენტში Arm არქიტექტურის მქონე პროცესორებს შეუძლიათ ბაზრის 15% დაიკავონ, მომავალ წელს მათი წილი 18%-მდე გაიზრდება და 2025 წელს გადალახავს 21%-იან ბარიერს. ამავდროულად, ისინი შეავიწროვებენ როგორც Intel-ის, ასევე AMD-ის პროდუქტებს, ვინაიდან 2027 წლისთვის ამ უკანასკნელის წილი 68-დან 60%-მდე შემცირდება, ხოლო მეორესი - 16.7-დან 14.4%-მდე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Counterpoint Research 

Arm პროცსორების ძლიერ მხარეს წარმოადგენს პროექტირებისას ფუნქციონალური ბლოკების კონფიგურირების მოქნილობა, ასევე დაბალი ენერგომოხმარება. პირველი თვისება საშუალებას იძლევა შეიქმნას მაღალი სპეციალიზაციის პროცსორები დავალებების კონკრეტული სპექტრის შესასრულებლად. მეორე კი უზრუნველყოფს კომპაქტური მოწყობილობების შექმნას, რომელთაც ავტონომიურობის მაღალი მაჩვენებელი ექნება ნაკლები ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით. Arm-თავსებადი პროცესორების ბაზაზე ხშირად იქმნება ჰიბრიდული ლეპტოპები და პლანშეტები, რომლებსაც ბატარეის მუშაობის დროის კარგი მაჩვენებელი აქვთ და ამასთან თხელი კორპუსით გამოირჩევიან. და ბოლოს, პოპულარობას მოიპოვებს ულტრაკომპაქტური კომპიუტერები, რომლებიც დაკავშირებადია USB პორტით და ზომებით ფლეშ დრაივს ან მოდემს წააგავს. 

Counterpoint Research Arm არქიტექტურის მქონე პროცესორების გამოყენების კიდევ ერთ პერსპექტიულ სფეროდ განიხილავს ვირტუალურ და შერეული რეალობის მოწყობილობებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია მაღალი ავტონომიურობის შერწყმა ღირსეულ წარმადობასთან და ასეთ შედარებაში Arm არქიტექტურის მქონე პროცესორებს ცოტა თანასწორი ჰყავს.  

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.