Jump to content

Recommended Posts

Posted

2022 წელს კომპანია Intel-მა შეინარჩუნა ნახევრადგამტარი ინდუსტრიის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის წოდება, თუმცა რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი TSMC  ამერიკულ გიგანტს უმნიშვნელოდ ჩამორჩება. კვლევის ასეთი შედეგები მოიყვანეს Brand Finance-ის ანალიტიკოსებმა. 

image.jpeg 

2022 წლის შეჯამებით ბრენდი Intel 10%-ით გაიაფდა 22.9 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო TSMC-ის ღირებულებას მოემატა 5% და შეადგინა 21.6 მლრდ აშშ დოლარი. მესამეა NVIDIA, რომელიც შეფასებულია 16.9 მლრდ აშშ დოლარად. ათეულში ასევე შევიდნენ SK hynix, Qualcomm, Broadcom, AMD, ASML, Micron და Texas Instruments. 

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ Intel-ის ბრენდი ორიენტირებულია სამომხმარებლო ბაზარზე - კომპანია აწვდის კომპონენტებს ლეპტოპებისა და დესკტოპებისთვის, თუმცა მას ასევე მყარი პოზიცია გააჩნია სერვერულ და ინდუსტრიულ სეგმენტებში. ამავე დროს, TSMC არის B2B ბრენდი, ტაივანური საკონტრაქტო მწარმოებელი, რომელიც აწარმოებს პროდუქტებს Apple-ის, AMD-ის, NVIDIA-სა და სხვა კომპანიებისთვის. 

ნახევრადგამტარ ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფი ზრდა 2022 წლის შეჯამებით დააფიქსირა ამერიკულმა ბრენდმა Broadcom-მა, რომლის ღირებულება მომენტალურად 29%-ით, 8.2 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით კომპანიის წარმატება განპირობებულია ქსელურ აღჭრვილობასა და მონაცემთა გადაცემისთვის განკუთვნილ კომპონენტებზე მოთხოვნის ზრდით. ზრდის ტემპით მეორე აღმოჩდა კვლავ ამერიკული Analog Devices - ბრენდის დებიუტი შედგა რეიტინში, მისი ღირებულება 21%-ით, 1.9 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

ნახევრადგამტარი კომპონენტების მწარმოებლების წარმატების გასაღები არის ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნება, წარმოების ეფექტურობაზე ზრუნვა და, რა თქმა უნდა, კარგი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მათი პროდუქტებით, განაცხადა ალექს ჰაიმ, Brand Finance-ის შეფასების დირექტორმა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.