Magdalena Posted April 13, 2023 Posted April 13, 2023 TrendForce-ის კვლევის მიხედვით გეიმინგ მონიტორების მიწოდება 2022 წელს შემცირდა მაღალი ინფლაციის გამო. გასულ წელს მოხდა მხოლოდ 19.8 მილიონი გეიმინგ დისპლეის მიწოდება, რაც 13%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ფოტოს წყარო: Jura/unsplash.com TrendForce-ის პროგნოზის თანახმად 2023 წელს მოთხოვნა უნდა აღდგეს. სავარაუდოდ მოცულობა გაიზრდება 20.8 მილიონ ერთეულამდე - წელიწადში 5%-მდე. ზრდის მთავარი მიზეზი შესაძლოა იყოს ბევრი ბრენდის მიერ 75-ჰერციანი მოდელების 100-ჰერციანი ვარიანტებით ჩანაცვლება, ჩინეთის მიერ კოვიდსაწინააღმდეგო შეზღუდვების მოხსნა გეიმინგ ინტერნეტ-კაფეების ინდუსტრიის აღდგენის მიზნით, აგრეთვე აზიური თამაშების ჩატარება მიმდინარე წელს. კიბერსპორტი აქ ერთ-ერთი სრულფასოვანი კატეგორია იქნება, რაც ხელს შეუწყობს მისი პოპულარობის ზრდას და, შესაბამისად, ზოგადად გეიმინგ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას. ფოტოს წყარო: TrendForce ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ VA LCD ტიპის პანელებს 2022 წელს ბაზრის უდიდესი წილი - 51% ეკავა, მეორე ადგილი ეკუთვნის IPS LCD მონიტორებს 43.4% წილით, მოძველებულ TN მატრიცებზე კი მოდის მხოლოდ 5%. უნდა აღინიშნოს, რომ პოპულარობა მოიპოვეს OLED-მონიტორებმა, თუმცა მათმა წილმა მხოლოდ 0.6% შეადგინა. მოსალოდნელია, რომ OLED-ეკრანების წილი მიმდინარე წელს ბაზარზე 1.6%-მდე გაიზრდება. ასევე შეიძლება გაიზარდოს IPS-ტექნოლოგიის წილი შესაბამის პროდუქტებზე ფასების შემცირების გამო. ფოტოს წყარო: TrendForce 2022 წელს გეიმინგ მონიტორების ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 51.9% ეკავა მოდელებს კადრის განახლების 165-დან 180 ჰერცამდე სიხშირით, 120-160-ჰერციანი მოდელების წილმა შეადგინა 32.5%, 200 ჰერცი და მეტის მქონე მოდელებმა - 11.7%. და ბოლოს, 100-ჰერციანი მონიტორების წილზე მოდიოდა 3.9%. ფოტოს წყარო: TrendForce როგორც ანალიტიკოსები ელიან, 100 და 165-180 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე მოდელების გაყიდვა 2023 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, აგრეთვე ბოლო ვარიანტები თანდათან შთანთქავენ 120-160-ჰერციანი მონიტორების საბაზრო წილს, რადგან მათ შორის ფასის სხვაობა არც ისე დიდია. და ბოლოს, 100-ჰერციანმა მონიტორებმა პრაქტიკულად მთლიანად უნდა ჩაანაცვლონ 75-ჰერციანი ვარიანტები. TrendForce მიიჩნევს, რომ 100-ჰერციანი მონიტორების საერთო წილი 2023 წელს გაიზრდება 5.1 %-ით 9%-მდე (ანგარიშში მითითებული ბაზრის წილი ეხება მხოლოდ გეიმინგ მოდელებს). https://tinyurl.com/5n6b85xy Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.