Jump to content

გეიმინგ მონიტორების მიწოდების მოცულობა 13%-ით შემცირდა 2022 წელს, თუმცა მიმდინარე წელს აღდგება - პოპულარული ხდება 100-ჰერციანი მოდელები


Recommended Posts

Posted

TrendForce-ის კვლევის მიხედვით გეიმინგ მონიტორების მიწოდება 2022 წელს შემცირდა მაღალი ინფლაციის გამო. გასულ წელს მოხდა მხოლოდ 19.8 მილიონი გეიმინგ დისპლეის მიწოდება, რაც 13%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Jura/unsplash.com 

TrendForce-ის პროგნოზის თანახმად 2023 წელს მოთხოვნა უნდა აღდგეს. სავარაუდოდ მოცულობა გაიზრდება 20.8 მილიონ ერთეულამდე - წელიწადში 5%-მდე. ზრდის მთავარი მიზეზი შესაძლოა იყოს ბევრი ბრენდის მიერ 75-ჰერციანი მოდელების 100-ჰერციანი ვარიანტებით ჩანაცვლება, ჩინეთის მიერ კოვიდსაწინააღმდეგო შეზღუდვების მოხსნა გეიმინგ ინტერნეტ-კაფეების ინდუსტრიის აღდგენის მიზნით, აგრეთვე აზიური თამაშების ჩატარება მიმდინარე წელს. კიბერსპორტი აქ ერთ-ერთი სრულფასოვანი კატეგორია იქნება, რაც ხელს შეუწყობს მისი პოპულარობის ზრდას და, შესაბამისად, ზოგადად გეიმინგ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TrendForce 

ნალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ VA LCD ტიპის პანელებს 2022 წელს ბაზრის უდიდესი წილი - 51% ეკავა, მეორე ადგილი ეკუთვნის IPS LCD მონიტორებს 43.4% წილით, მოძველებულ TN მატრიცებზე კი მოდის მხოლოდ 5%. უნდა აღინიშნოს, რომ პოპულარობა მოიპოვეს OLED-მონიტორებმა, თუმცა მათმა წილმა მხოლოდ 0.6% შეადგინა. მოსალოდნელია, რომ OLED-ეკრანების წილი მიმდინარე წელს ბაზარზე 1.6%-მდე გაიზრდება. ასევე შეიძლება გაიზარდოს IPS-ტექნოლოგიის წილი შესაბამის პროდუქტებზე ფასების შემცირების გამო. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TrendForce 

2022 წელს გეიმინგ მონიტორების ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 51.9% ეკავა მოდელებს კადრის განახლების 165-დან 180 ჰერცამდე სიხშირით, 120-160-ჰერციანი მოდელების წილმა შეადგინა 32.5%, 200 ჰერცი და მეტის მქონე მოდელებმა - 11.7%. და ბოლოს, 100-ჰერციანი მონიტორების წილზე მოდიოდა 3.9%. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TrendForce 

როგორც ანალიტიკოსები ელიან, 100 და 165-180 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე მოდელების გაყიდვა 2023 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, აგრეთვე ბოლო ვარიანტები თანდათან შთანთქავენ 120-160-ჰერციანი მონიტორების საბაზრო წილს, რადგან მათ შორის ფასის სხვაობა არც ისე დიდია. 

და ბოლოს, 100-ჰერციანმა მონიტორებმა პრაქტიკულად მთლიანად უნდა ჩაანაცვლონ 75-ჰერციანი ვარიანტები. TrendForce მიიჩნევს, რომ 100-ჰერციანი მონიტორების საერთო წილი 2023 წელს გაიზრდება 5.1 %-ით 9%-მდე (ანგარიშში მითითებული ბაზრის წილი ეხება მხოლოდ გეიმინგ მოდელებს). 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.