Magdalena Posted April 11, 2023 Posted April 11, 2023 ტაივანურმა ჩიპების საკონტრაქტო მწარმოებელმა TSMC-იმ კომპანია Intel-ისგან რამდენიმე მსხვილი შეკვეთა მიიღო ორი სამომავლო თაობის - Battlemage-ისა და Celestial-ის ვიდეო ბარათების გრაფიკული პროცესორების წარმოებისთვის. ამის შესახებ განაცხადა გამომცემლობა Commercial Times-მა. ფოტოს წყარო: Intel კოდური დასახელება Battlemage-ის მქონე, Intel Arc გრაფიკის მეორე თაობაში გამოყენებული იქნება GPU-ების წარმოების 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი. ინდუსტრიის ინსაიდერების მონაცემებით TSMC და Intel ემზადებიან Xe2 GPU-ების წარმოების 2024 წლის მეორე ნახევარში დაწყებისთვის. ამავე წყაროების მიხედვით Xe3 არქიტექტურაზე დამყარებული მესამე თაობის გრაფიკა Arc Celestial-ის წარმოება TSMC N3X (3-ნანომეტრიანი) ტექნოპროცესით განხორციელდება. ფოტოს წყარო: Commercial Times გრაფიკული განყოფილების ხელმძღვანელ რაჯა კოდურის წასვლის მიუხედავად კომპანია გეგმავს განაგრძოს დისკრეტული გეიმინგ გრაფიკის ბიზნესის განვითარება. Commercial Times-ის თანახმად Intel დიდ მოთხოვნას ხედავს გრაფიკულ ბარათებზე გეიმერებისა და ბიზნესის მხრიდან. ინსაიდერების ინფორმაციით Arc Alchemist + ვიდეო ბარათების განახლებულ მოდელებს Intel 2023 წლის ბოლოს გამოუშვებს. https://tinyurl.com/3afpekr4 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.