Jump to content

Recommended Posts

Posted

ტაივანურმა ჩიპების საკონტრაქტო მწარმოებელმა TSMC-იმ კომპანია Intel-ისგან რამდენიმე მსხვილი შეკვეთა მიიღო ორი სამომავლო თაობის - Battlemage-ისა და Celestial-ის ვიდეო ბარათების გრაფიკული პროცესორების წარმოებისთვის. ამის შესახებ განაცხადა გამომცემლობა Commercial Times-მა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

კოდური დასახელება Battlemage-ის მქონე, Intel Arc გრაფიკის მეორე თაობაში გამოყენებული იქნება GPU-ების წარმოების 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი. ინდუსტრიის ინსაიდერების მონაცემებით TSMC და Intel ემზადებიან Xe2 GPU-ების წარმოების 2024 წლის მეორე ნახევარში დაწყებისთვის. ამავე წყაროების მიხედვით Xe3 არქიტექტურაზე დამყარებული მესამე თაობის გრაფიკა Arc Celestial-ის წარმოება TSMC N3X (3-ნანომეტრიანი) ტექნოპროცესით განხორციელდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Commercial Times 

გრაფიკული განყოფილების ხელმძღვანელ რაჯა კოდურის წასვლის მიუხედავად კომპანია გეგმავს განაგრძოს დისკრეტული გეიმინგ გრაფიკის ბიზნესის განვითარება. Commercial Times-ის თანახმად Intel დიდ მოთხოვნას ხედავს გრაფიკულ ბარათებზე გეიმერებისა და ბიზნესის მხრიდან. 

ინსაიდერების ინფორმაციით Arc Alchemist + ვიდეო ბარათების განახლებულ მოდელებს Intel 2023 წლის ბოლოს გამოუშვებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.