Jump to content

Recommended Posts

Posted

ონლაინ წყაროების ინფორმაციით იაპონური კომპანია Sony აპირებს ახალი პორტატული მოწყობილობის გამოშვებას. საუბარია გეიმინგ კონსოლზე, რომელიც მუშავდება კოდური სახელით Q Lite და რომლის გამოყენებისთვის PlayStation 5 იქნება საჭირო. მოსალოდნელია, რომ ეს ახალი პროდუქტი ბაზარზე PlayStation 5 Pro-ზე ადრე გამოვა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Insider Gaming 

მიიჩნევა, რომ Q Lite გახდება PlayStation Portable-ისა (PSP) და PlayStation Vita-ს (PS Vita) მემკვიდრე. მოწყობილობა ვიზუალურად წააგავს PlayStation 5-ის უსადენო კონტროლერ DualSense-ს, თუმცა აქვს 8-დუიმიანი LCD-დისპლეი. კონსტრუქციაში გათვალისწინებულია მართვის სტანდარტული ელემენტები ჯოისტიკებისა და ღილაკების ჩათვლით, აგრეთვე დინამიკები და კონექტორი ჰედსეტთან დაკავშირებისთვის. 

image.jpeg 

Q Lite არ იქნება მოწყობილობა ქლაუდიდან თამაშების სტიმინგისთვის. თუმცა მისი გამოყენებით PlayStation 5 გახდება Remote Play-ს განუყოფელი ნაწილი, რადგანაც Q Lite-ის მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ გამოიყენონ PlayStation 5-ის თამაშები, როდესაც სახლში არსებული კონსოლიდან მოშორებით იმყოფებიან. ამჟამად უცნობია, რამდენად მაღალი წარმადობის იქნება Sony-ს პორტატული კონსოლი. თუ Q Lite შესაფერისია მხოლოდ Remote Play-ის მეშვეობით სათამაშოდ, მაშინ მოწყობილობა კლასიფიცირდება, როგორც დამატებითი გაჯეტი PlayStation 5-ისთვის და არა როგორც დამოუკიდებელი მობილური კონსოლი. ითვლება, რომ Q Lite უზრუნველყოფს 1080p ვიდეო ფორმატის სტიმინგ გადაცემას 60 კადრი/წამში სიჩქარით, აგრეთვე საჭირო იქნება მისი მუდმივი კავშირი ინტერნეტთან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.