Magdalena Posted April 10, 2023 Posted April 10, 2023 ონლაინ წყაროების ინფორმაციით იაპონური კომპანია Sony აპირებს ახალი პორტატული მოწყობილობის გამოშვებას. საუბარია გეიმინგ კონსოლზე, რომელიც მუშავდება კოდური სახელით Q Lite და რომლის გამოყენებისთვის PlayStation 5 იქნება საჭირო. მოსალოდნელია, რომ ეს ახალი პროდუქტი ბაზარზე PlayStation 5 Pro-ზე ადრე გამოვა. ფოტოს წყარო: Insider Gaming მიიჩნევა, რომ Q Lite გახდება PlayStation Portable-ისა (PSP) და PlayStation Vita-ს (PS Vita) მემკვიდრე. მოწყობილობა ვიზუალურად წააგავს PlayStation 5-ის უსადენო კონტროლერ DualSense-ს, თუმცა აქვს 8-დუიმიანი LCD-დისპლეი. კონსტრუქციაში გათვალისწინებულია მართვის სტანდარტული ელემენტები ჯოისტიკებისა და ღილაკების ჩათვლით, აგრეთვე დინამიკები და კონექტორი ჰედსეტთან დაკავშირებისთვის. Q Lite არ იქნება მოწყობილობა ქლაუდიდან თამაშების სტიმინგისთვის. თუმცა მისი გამოყენებით PlayStation 5 გახდება Remote Play-ს განუყოფელი ნაწილი, რადგანაც Q Lite-ის მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ გამოიყენონ PlayStation 5-ის თამაშები, როდესაც სახლში არსებული კონსოლიდან მოშორებით იმყოფებიან. ამჟამად უცნობია, რამდენად მაღალი წარმადობის იქნება Sony-ს პორტატული კონსოლი. თუ Q Lite შესაფერისია მხოლოდ Remote Play-ის მეშვეობით სათამაშოდ, მაშინ მოწყობილობა კლასიფიცირდება, როგორც დამატებითი გაჯეტი PlayStation 5-ისთვის და არა როგორც დამოუკიდებელი მობილური კონსოლი. ითვლება, რომ Q Lite უზრუნველყოფს 1080p ვიდეო ფორმატის სტრიმინგ გადაცემას 60 კადრი/წამში სიჩქარით, აგრეთვე საჭირო იქნება მისი მუდმივი კავშირი ინტერნეტთან. https://tinyurl.com/a7pu3v32 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.