Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

მარტის ბოლოს Bitcoin-ის ფასი გაიზარდა 22.96%-ით, ხოლო Ethereum-ის - 13.46%-ით. ორივე აქტივმა წარმატებით დაიხურა 2023 წლის პირველი კვარტალი. 

იანვარი-მარტის პერიოდში პირველი და მეორე კრიპტოვალუტის ფასები გაიზარდა 71.77% და 52.15%-ით, შესაბამისად. ბაზარმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა შეერთებულ შტატებში საბანკო კრიზისისა და ზოგადი მაკროეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე - 30 მარტს Bitcoin-მა განაახლა ლოკალური მაქსიმუმი - 29 ათას აშშ დოლარზე მაღალი მაჩვენებელი. 

გასულ თვეში „შიშისა და სიხარბის ინდექსმა“ განაახლა წლიური მაქსიმუმი ფედერალური სარეზერვო სისტემის მორიგი სხდომის წინ და მიაღწია 68-ს, რაც შეესაბამება 2021 წლის ნოემბრის დონეს, როდესაც Bitcoin-ის კოტირებებმა პირველად მიაღწია 20 ათას აშშ დოლარს და გაგრძელდა მოძრაობა ისტორიული ექსტრემუმისკენ. 

image.png 

„შიშისა და სიხარბის ინდექსის“ დინამიკა. წყარო: alternative.me. 

ინდიკატორის მინიმალური მაჩვენებელი - 33 - დაფიქსირდა 12 მარტს. მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება აიხსნება პანიკით, რომელიც გაჩნდა Stablecoin USDC-ის აშშ დოლართან პარიტეტის დაკარგვის გამო. 

ინდექსის დინამიკა საბანკო სექტორის პრობლემებისა და აშშ-ის მარეგულირებლების მხრიდან ინდუსტრიის მოთამაშეებზე გაზრდილი ზეწოლის მიუხედავად მიუთითებს ინვესტორების ოპტიმიზმზე. ეს შეიძლება იყოს ახალი ხარული ტრენდის დაწყების ნიშანი. 

მარტში Bitcoin-სა და აშშ-ის საფონდო ბირჟას შორის სტატისტიკური უერთიერთკავშირი მნიშვნელოვნად შესუსტდა. S&P 500 ინდექსთან კორელაცია 0.27-მდე დაეცა (თებერვალში იყო 0.42), Dow Jones-ის მაჩვენებელთან - 0.25 (0.38 იყო ერთი თვით ადრე). 

image.png 

ქტივების კორელაციის 90-დღიანი მაჩვენებლები. წყარო: BlockchainCenter 

პირველი კრიპტოვალუტის და ოქროს კოტირებების მოძრაობა ხდებოდა ერთი მიმართულებით, ამასთან ორი აქტივის უერთიერთკავშირი გამყარდა და გახდა 0.25 - თებერვალში 0.15 იყო. თუმცა საბანკო კრიზისის ფონზე ციფრული აქტივი უკეთეს დინამიკას აფიქსირებს ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან შედარებით. 

Bitcoin-ის ისტორიული შიდადღიური ცვალებადობის ინდექსის (BVOL24H) საშუალო ღირებულება ბოლო თვის განმავლობაში იყო 3 აშშ დოლარი, რაც აღემატება თებერვლის მაჩვენებელს (2.1$). ინდიკატორმა მაქსიმუმს (6.1$) მიაღწია 14 მარტს, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი 26 ათას აშშ დოლარს აღემატებოდა. 

image.png 

Bitcoin-ის ისტორიული შიდადღიური არასტაბილურობის BVOL24H ინდექსის დინამიკა. წყარო: BitMEX. 

მარტში კრიპტობანკ Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის აღმასვლამ დაადასტურა მისი შექმნის მიზანშეწონილობა აშშ-ის ეკონომიკაში კრიზისული მოვლენებისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.