Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Puget Systems-მა დესკტოპ პროცესორების მორიგი სტატისტიკური ანგარიში გამოაქვეყნა. ინფორმაცია აღებულია 2021-2022 წლების შეკვეთებიდან. 

image.jpeg 

გასულ წელს ამ კომპანიის შეკვეთებში Intel-ის პროცესორები ლიდერობდა, რაც ძალთა ბალანსის ცვლილებას ნიშნავს 2021 წელთან შედარებით. სამაგიეროდ AMD-ის პოზიცა უცვლელი დარჩა სამუშაო სადგურების ბაზარზე. Threadripper PRO-ს ყიდულობდნენ ოცჯერ უფრო ხშირად Intel Xeon პროცესორებთან შედარებით. 

image.jpeg 

Nvidia RTX ვიდეო ბარათების წილი ოდნავ გაიზარდა, SSD-ებს შორის კი NVMe ინტერფეისის მქონე მოდელები დომინირებს. რაც შეეხება ოპერაციულ სისტემას, გამოსვლიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ Windows 11-მა გაუსწრო Windows 10-ს. 

image.jpeg 

ბირთვების გაზრდილი რაოდენობის მქონე, მე-12 თაობის Alder Lake პროცესორების გამოსვლის შედეგად დამკვეთებს კვლავ დაუბრუნდათ ინტერესი Intel-ის ჩიპების მიმართ. გასულ წელს Intel-ის წილზე მოდიოდა Puget Systems-ის 70%, AMD-ს წილი კი შეადგენდა დარჩენილ 30%-ს. გასული წლის ბოლოს წარდგენილ იქნა ახალი თაობა, თუმცა მისი სტატისტიკა შემდეგ ანგარიშში შევა. 

image.jpeg  

სამუშაო სადგურების ბაზარზე დომინირებს Threadripper და Threadripper Pro. 2021 წელს მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებდნენ AMD Ryzen Threadripper პროცესორებს. მიმდინარე წელს Intel-მა წაადგინა სამუშაო სადგურების Sapphire Rapids სერიის პროცესორები Xeon W-3400 და Xeon W-2400, ხოლო AMD გამოუშვებს Threadripper-ის ახალ თაობას წლის ბოლომდე, რამაც შესაძლოა შეცვალოს ძალთა ბალანსი, წერს wccftech. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.