Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

აშშ-ის ბირჟების სავაჭრო კომისიამ (CFTC) სარჩელი შეიტანა კრიპტო ბირჟა Binance-ისა და მის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს წინააღმდეგ. 

საჩივარი შეტანილია შტატ ილინოისის ჩრდილოეთ ოლქის სასამართლოში. სააგენტოს აზრით პლატფორმამ დაარღვია დერივატივებით ვაჭრობის წესები და მუშაობდა შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე. 

საჩივრის თანახმად Binance: 

  • 2019 წლის ივლისიდან სთავაზობდა დერივატივებით ვაჭრობას აშშ-ის მოქალაქეებს და მისი შესაბამისობის პროგრამა არაეფექტური აღმოჩნდა; 

  • აშშ-ის მოქალაქე VIP-მომხმარებლებს ინფორმაციას აწვდიდა აქტივობის კონტროლისგან თავის არიდების საუკეთესო მეთოდების შესახებ; 

  • მალავდა „რეალურ მოცულობასა და ოპერაციებს“. 

კომისიის პრესრელიზში პლატფორმის ქმედებებს უწოდეს „აშშ-ის კანონმდებლობისთვის მიზანმიმართული თავის არიდება“, მის მიერ გამოცხადებულ წესების დაცვას კი - „ფიქცია“. 

„წლებია Binance-მა იცოდა, რომ არღვევდა CFTC-ის წესებს, აქტიურად მუშაობდა ფულადი რესურსების მოძრაობის შესანარჩუნებლად და მოთხოვნილი წესების თავიდან ასაცილებლად. ეს უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის ციფრული აქტივების სამყაროში - CFTC არ მოითმენს აშშ-ის კანონისთვის მიზანმიმართულ გვერდის ავლას, ”- განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა Rostin Behnam-მა. 

მარეგულირებელი ასევე ამტკიცებს, რომ Binance-მა იცოდა, რომ მისი მომხმარებლები სანქციების ქვეშ მყოფი პირები იყვნენ. სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა, სავარაუდოდ, მიიღო დავალება - დაეწერა ანგარიში, რომელიც საუბრობდა შესაბამისობის მკაცრ აუდიტზე. 

სარჩელში CFTC-მ Bitcoin-ის, Ethereum-ისა და Litecoin-ის კლასიფიცირება „საქონლად“ მოახდინა. 2022 წლის ოქტომბერში Behnam-მა გამოხატა დარწმუნებულობა, რომ ორი უმსხვილესი კრიპტოვალუტა მისი სააგენტოს იურისდიქციის ქვეშ ხვდება. 

ამასთან, 2023 წლის თებერვალში SEC-ის ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა მიანიშნა Bitcoin-ის გარდა ნებისმიერი ციფრული აქტივის ფასიან ქაღალდად აღიარებაზე. მარტში Voyager Digital-ის გაკოტრების სხდომაზე სააგენტოს უფროსმა ადვოკატმა უილიამ აპტეგროუვმა განაცხადა, რომ Binance.US მართავდა არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ბირჟას. 

Zhao სიახლეს Twitter-ზე ციფრი „4“-ის დაწერით გამოეხმაურა. მის ჩამონათვალში ეს ნიშნავს „FUD-ის იგნორირებასა და ყალბ სიახლეს“. 

Cinneamhain Ventures-ის პარტნიორმა Adam Cochran-მა CFTC-ის სარჩელს Binance-ისთვის საბედისწერო დარტყმის მიყენების მცდელობა უწოდა. მისი აზრით, ხელისუფლებას „წარმატების დიდი შანსი აქვს“. 

Cochran-მა მიუთითა, რომ სააგენტოს განცხადებით იგი ფლობს Zhao-ს საუბრების ჩანაწერებსა და სხვა დოკუმენტაციებს, აგრეთვე 300-ზე მეტ ანგარიშს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეხება მას. 

„CFTC-ს აქვს ვრცელი მიმოწერები და ინსაიდერული დოკუმენტები, რომლებიც მოწმობს, რომ Zhao-მ იცოდა აშშ-ის მომხმარებლების შესახებ და მიიღო ზომები შიდა დოკუმენტებში ინფორმაციის დასაფარად“, - წერს Cochran. 

კომისია კომპანიისა და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის ჯარიმებისა და აკრძალვების დაწესებას აპირებს. Cinneamhain Ventures-ის პარტნიორი აზრით ეს ნიშნავს დიდ პრობლემებს Binance-ისა და მისი სამომავლო ბიზნესისთვის, ასევე მილიარდობით ჯარიმას. 

„თუ [მოპასუხეები] ვერ მოახერხებენ აშშ-ის სასამართლოებთან ურთიერთობას და ამ პროცესში საკუთარი თავის დაცვას, სავარაუდოა, რომ CFTC ცალსახად მოიგებს. თუკი ისინი მაინც გამოჩნდებიან და მიიებენ მონაწილეობას, ძიების პროცესი ღიას გახდის მათ ყველა დოკუმენტს საერთაშორისო დონეზე აშშ-ის მარეგულირებლებისთვის“ - ვარაუდობს Cochran. 

მან Binance-ის ერთდერთ გზად დავის მოგვარება დაასახელა. თუმცა დაუშვა, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი კომისია დიდი ჯარიმების დაწესებას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ასეთი ვარიანტი Zhao-ს საშუალებას მისცემს "თავიდან აირიდოს ბრალის აღიარება", - დაასკვნა ექსპერტმა. 

CoinGecko-ს ცნობით Bitcoin ახალ ამბავს 4.3%-იანი ვარდნით გამოეხმაურა ბოლო 24 საათის განმავლობაში. 

image.png 

BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView 

BNB ტოკენის ფასი შემცირდა 3.9%-ით და სტატიის წერის მომენტში 320 აშშ დოლარზე იაფად იყიდება. 

image.png 

BNB/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView 

კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულმა აქციების ფასმა ასევე განიცადა მკვეთრი ვარდნა. წერის მომენტში Coinbase-ის ფასიანი ქაღალდების ღირებულება შემცირდა 9.3%-ით, MicroStrategy-ს - 7.4%-ით, Marathon Digital-ის - 9.7%-ით, Riot Blockchain-ის - 11.1%-ით, Hut 8 Mining-ისა - 8.2%-ით. 

The Block-ის მონაცემებით საჩივრის გახმაურების მომენტიდან მომხმარებლებმა Binance-იდან 169 მლნ აშშ დოლარი გაიტანეს 46 მლნ აშშ დოლარის დეპოზიტის საპირისპიროდ. 

2022 წელს Reuters-მა დაწერა, რომ Binance-მა არაერთხელ დამალა ინფორმაცია მარეგულირებლებისგან, უგულებელყოფდა KYC პროცედურებს და ეწინააღმდეგებოდა შესაბამისობის დეპარტამენტის რეკომენდაციებს. 

მოგვიანებით სააგენტოს წყაროებმა განაცხადეს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში არსებულ უთანხმოებაზე ბირჟის მენეჯმენტის ბრალდებებთან დაკავშირებით. შემდეგ ამ უკანასკნელის წარმომადგენლებმა გაიმეორეს თეზისი სამართალდამცავებთან მუშაობის ვალდებულებასთან დაკავშირებით. 

2023 წლის მარტის დასაწყისში აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის წარმომადგენლებმა გაუგზავნეს წერილი Binance-ს და ითხოვდნენ დეტალებს KYC/AML პოლიტიკის შესახებ. მათ პლატფორმა კრიმინალებთან კავშირში დაადანაშაულეს და მას "არალეგალური ფინანსური საქმიანობის კერა" უწოდეს. 

Zhao-მ ბრალდება უარყო, კომპანიამ კი სენატორებს პასუხი წარუდგინა, თუმცა იგი თითქმის არ შეხებია ფინანსურ ასპექტს. 

იმავე თვეში CNBC-მ სავაჭრო პლატფორმის მიერ კონტროლირებადი ჩინურენოვანი ჩატის ბმულზე დაყრდნობით განაცხადა, რომ Binance-ის ზოგიერთი თანამშრომელი და მოხალისე ჩინეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მომხმარებლებს კონსულტაციას უწევდა KYC-შემოწმებებისგან თავის არიდებისთვის. 

თებერვალში კომპანიის სტრატეგიების მთავარმა დირექტორმა პატრიკ ჰილმანმა გამოაცხადა Binance-ის მზადყოფნა - გადაიხადოს ჯარიმები აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან არსებული პრეტენზიების მოგვარების მიზნით. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.