Magdalena Posted March 31, 2023 Posted March 31, 2023 აშშ-ის ბირჟების სავაჭრო კომისიამ (CFTC) სარჩელი შეიტანა კრიპტო ბირჟა Binance-ისა და მის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს წინააღმდეგ. საჩივარი შეტანილია შტატ ილინოისის ჩრდილოეთ ოლქის სასამართლოში. სააგენტოს აზრით პლატფორმამ დაარღვია დერივატივებით ვაჭრობის წესები და მუშაობდა შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე. საჩივრის თანახმად Binance: 2019 წლის ივლისიდან სთავაზობდა დერივატივებით ვაჭრობას აშშ-ის მოქალაქეებს და მისი შესაბამისობის პროგრამა არაეფექტური აღმოჩნდა; აშშ-ის მოქალაქე VIP-მომხმარებლებს ინფორმაციას აწვდიდა აქტივობის კონტროლისგან თავის არიდების საუკეთესო მეთოდების შესახებ; მალავდა „რეალურ მოცულობასა და ოპერაციებს“. კომისიის პრესრელიზში პლატფორმის ქმედებებს უწოდეს „აშშ-ის კანონმდებლობისთვის მიზანმიმართული თავის არიდება“, მის მიერ გამოცხადებულ წესების დაცვას კი - „ფიქცია“. „წლებია Binance-მა იცოდა, რომ არღვევდა CFTC-ის წესებს, აქტიურად მუშაობდა ფულადი რესურსების მოძრაობის შესანარჩუნებლად და მოთხოვნილი წესების თავიდან ასაცილებლად. ეს უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის ციფრული აქტივების სამყაროში - CFTC არ მოითმენს აშშ-ის კანონისთვის მიზანმიმართულ გვერდის ავლას, ”- განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა Rostin Behnam-მა. მარეგულირებელი ასევე ამტკიცებს, რომ Binance-მა იცოდა, რომ მისი მომხმარებლები სანქციების ქვეშ მყოფი პირები იყვნენ. სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა, სავარაუდოდ, მიიღო დავალება - დაეწერა ანგარიში, რომელშიც საუბრობდა შესაბამისობის მკაცრ აუდიტზე. სარჩელში CFTC-მა Bitcoin-ის, Ethereum-ისა და Litecoin-ის კლასიფიცირება „საქონლად“ მოახდინა. 2022 წლის ოქტომბერში Behnam-მა გამოხატა დარწმუნებულობა, რომ ორი უმსხვილესი კრიპტოვალუტა მისი სააგენტოს იურისდიქციის ქვეშ ხვდება. ამასთან, 2023 წლის თებერვალში SEC-ის ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა მიანიშნა Bitcoin-ის გარდა ნებისმიერი ციფრული აქტივის ფასიან ქაღალდად აღიარებაზე. მარტში Voyager Digital-ის გაკოტრების სხდომაზე სააგენტოს უფროსმა ადვოკატმა უილიამ აპტეგროუვმა განაცხადა, რომ Binance.US მართავდა არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ბირჟას. Zhao სიახლეს Twitter-ზე ციფრი „4“-ის დაწერით გამოეხმაურა. მის ჩამონათვალში ეს ნიშნავს „FUD-ის იგნორირებასა და ყალბ სიახლეს“. Cinneamhain Ventures-ის პარტნიორმა Adam Cochran-მა CFTC-ის სარჩელს Binance-ისთვის საბედისწერო დარტყმის მიყენების მცდელობა უწოდა. მისი აზრით, ხელისუფლებას „წარმატების დიდი შანსი აქვს“. Cochran-მა მიუთითა, რომ სააგენტოს განცხადებით იგი ფლობს Zhao-ს საუბრების ჩანაწერებსა და სხვა დოკუმენტაციებს, აგრეთვე 300-ზე მეტ ანგარიშს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეხება მას. „CFTC-ს აქვს ვრცელი მიმოწერები და ინსაიდერული დოკუმენტები, რომლებიც მოწმობს, რომ Zhao-მ იცოდა აშშ-ის მომხმარებლების შესახებ და მიიღო ზომები შიდა დოკუმენტებში ინფორმაციის დასაფარად“, - წერს Cochran. კომისია კომპანიისა და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის ჯარიმებისა და აკრძალვების დაწესებას აპირებს. Cinneamhain Ventures-ის პარტნიორის აზრით ეს ნიშნავს დიდ პრობლემებს Binance-ისა და მისი სამომავლო ბიზნესისთვის, ასევე მილიარდობით ჯარიმას. „თუ [მოპასუხეები] ვერ მოახერხებენ აშშ-ის სასამართლოებთან ურთიერთობას და ამ პროცესში საკუთარი თავის დაცვას, სავარაუდოა, რომ CFTC ცალსახად მოიგებს. თუკი ისინი მაინც გამოჩნდებიან და მიიღებენ მონაწილეობას, ძიების პროცესი ღიას გახდის მათ ყველა დოკუმენტს საერთაშორისო დონეზე აშშ-ის მარეგულირებლებისთვის“ - ვარაუდობს Cochran. მან Binance-ის ერთადერთ გზად დავის მოგვარება დაასახელა. თუმცა დაუშვა, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი კომისია დიდი ჯარიმების დაწესებას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ასეთი ვარიანტი Zhao-ს საშუალებას მისცემს "თავიდან აირიდოს ბრალის აღიარება", - დაასკვნა ექსპერტმა. CoinGecko-ს ცნობით Bitcoin ახალ ამბავს 4.3%-იანი ვარდნით გამოეხმაურა ბოლო 24 საათის განმავლობაში. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView BNB ტოკენის ფასი შემცირდა 3.9%-ით და სტატიის წერის მომენტში 320 აშშ დოლარზე იაფად იყიდება. BNB/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულმა აქციების ფასმა ასევე განიცადა მკვეთრი ვარდნა. წერის მომენტში Coinbase-ის ფასიანი ქაღალდების ღირებულება შემცირდა 9.3%-ით, MicroStrategy-ს - 7.4%-ით, Marathon Digital-ის - 9.7%-ით, Riot Blockchain-ის - 11.1%-ით, Hut 8 Mining-ისა - 8.2%-ით. The Block-ის მონაცემებით საჩივრის გახმაურების მომენტიდან მომხმარებლებმა Binance-იდან 169 მლნ აშშ დოლარი გაიტანეს 46 მლნ აშშ დოლარის დეპოზიტის საპირისპიროდ. 2022 წელს Reuters-მა დაწერა, რომ Binance-მა არაერთხელ დამალა ინფორმაცია მარეგულირებლებისგან, უგულებელყოფდა KYC პროცედურებს და ეწინააღმდეგებოდა შესაბამისობის დეპარტამენტის რეკომენდაციებს. მოგვიანებით სააგენტოს წყაროებმა განაცხადეს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში არსებულ უთანხმოებაზე ბირჟის მენეჯმენტის ბრალდებებთან დაკავშირებით. შემდეგ ამ უკანასკნელის წარმომადგენლებმა გაიმეორეს თეზისი სამართალდამცავებთან მუშაობის ვალდებულებასთან დაკავშირებით. 2023 წლის მარტის დასაწყისში აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის წარმომადგენლებმა გაუგზავნეს წერილი Binance-ს და ითხოვდნენ დეტალებს KYC/AML პოლიტიკის შესახებ. მათ პლატფორმა კრიმინალებთან კავშირში დაადანაშაულეს და მას "არალეგალური ფინანსური საქმიანობის კერა" უწოდეს. Zhao-მ ბრალდება უარყო, კომპანიამ კი სენატორებს პასუხი წარუდგინა, თუმცა იგი თითქმის არ შეხებია ფინანსურ ასპექტს. იმავე თვეში CNBC-მა სავაჭრო პლატფორმის მიერ კონტროლირებადი ჩინურენოვანი ჩატის ბმულზე დაყრდნობით განაცხადა, რომ Binance -ის ზოგიერთი თანამშრომელი და მოხალისე ჩინეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მომხმარებლებს კონსულტაციას უწევდა KYC-შემოწმებებისგან თავის არიდებისთვის. თებერვალში კომპანიის სტრატეგიების მთავარმა დირექტორმა პატრიკ ჰილმანმა გამოაცხადა Binance-ის მზადყოფნა - გადაიხადოს ჯარიმები აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან არსებული პრეტენზიების მოგვარების მიზნით. https://tinyurl.com/4drv55sv Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.