Jump to content

Elden Ring გახდა ისტორიაში მესამე თამაში, რომელმაც მოიპოვა ოთხი მოწინავე პრემია - წინა თამაშები იყო Skyrim და Breath of the Wild


Recommended Posts

Posted

პორტალ GamesRadar-მა ყურადღება გაამახვილა მოვლენაზე, რომ გასულ კვირას გამართულ ცერემონია Game Developers Choice Awards-ზე ფენტეზის ჟანრის როლურმა ექშენმა ღია სამყაროთი - Elden Ring-მა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Bandai Namco 

საუბარია წლის საუკეთესო თამაშად აღიარებაზე (ამ შემთხვევაში 2022 წ.) ოთხი წამყვანი გეიმინგ პრემიით, ესენია: ზემოთხსენებული Game Developers Choice Awards, The Game Awards, Golden Joystick Awards და DICE Awards. 

როგორც GamesRadar-ის ჟურნალისტებმა აღნიშნეს, Elden Ring-ის მიღწევას ისტორიულად აქცევს ის ფაქტი, რომ ამ დრომდე მსგავსი მიღწევები დაფიქსირებული ჰქონდა მხოლოდ ორ სხვა თამაშს - The Elder Scrolls V: Skyrim-სა და The Legend of Zelda: Breath of the Wild-ს. 

ადრე Elden Ring უკვე გახდა ინდუსტრიაში ყველაზე ტიტულოვანი თამაში და უკან მოიტოვა The Last of Us Part II და The Witcher 3: Wild Hunt - FromSoftware-ის უახლესმა ქმნილებამ მოიგო „წლის თამაშის“ 430-ზე მეტი ჯილდო. 

Elden Ring-ის დებიუტი შედგა 2022 წლის 25 თებერვალს PC-ზე (Steam), ასევე PS4, PS5, Xbox One, Xbox Series X და S კონსოლებზე. პირველმა წლიურმა გაყიდვებმა გადააჭარბა 20 მილიონ ეგზემპლარს, ბოლო პატჩის მეშვეობით კი პროექტს დაემატა რეითრეისინგის მხარდაჭერა. 

Posted

გაგიჟდა სამყარო... ჩაწერაც რომ დამეზარა და თავი დავანებე ისეთი თამაშია ჩემთვის. ალბათ რაღაც დავაკელი :D 

Posted
4 hours ago, MaKaSaRa said:

გაგიჟდა სამყარო... ჩაწერაც რომ დამეზარა და თავი დავანებე ისეთი თამაშია ჩემთვის. ალბათ რაღაც დავაკელი :D 

ძალიან არ მოგწონს ალბათ ეს ჟანრი :D

Posted

ისე არ მომწონს რომ ყველა მსგავსი თამაში ერთხელაც არ ჩამიწერია :D არ ვამტკიცებ რომ ცუდია ეგ არ დამბრალდეს :D უბრალოდ მე ოდნავადაც არ მომწონს და ვერც ვიაზრებ რა სეიძლება მომეწონოს 

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.