Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Lenovo-მ წარადგინა ორი რკალისებრი გეიმინგ მონიტორი - 34-დუიმიანი მოდელი Legion Y34wz-30 და 45-დუიმიანი Legion R45w-30. ორივე მათგანს აქვს USB-ჰაბი, KVM -გადამრთველები და ეკრანის ორად გაყოფის შესაძლებლობა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Lenovo 

მოდელ Lenovo Legion R45w-30-ის გვერდების შეფარდებაა 32:9. მონიტორს აქვს UltraWide QHD (5120 × 1440 პიქსელი) გაფართოება, გამოყენებულია 10-ბიტიანი მატრიცა 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, რომლის აჩქარება შესაძლებელია 170 ჰერცამდე. 

image.jpeg 

image.jpeg 

Legion R45w-30 მოდელის სიკაშკაშის მაჩვენებელია 500 კდ/2, აქვს 120%-იანი sRGB და 115%-იანი DCI-P3 ფერთა გამების მხარდაჭერა, ასევე ფერის გადმოცემის სიზუსტის Delta E <2 მაჩვენებელი. მხარდაჭერილია გამოსახულების სინქრონიზაციის ტექნოლოგია AMD FreeSync Premium Pro. 

image.jpeg 

image.jpeg 

Lenovo Legion R45w-30-ზე ხელმისაწვდომია USB-ჰაბი 75-ვატიანი USB Type-C კონექტორით, აგრეთვე 2.5-გბ ქსელის ადაპტერი, HDMI 2.1 და DisplayPort 1.4. 

image.jpeg 

გეიმინგ მონიტორი Lenovo Legion R45w-30 გაყიდვაში გამოვა ოქტომბერში და მისი ფასი იქნება 999.99 აშშ დოლარი.  

image.jpeg 

Legion Y34wz-30 მოდელის გვერდების შეფარდებაა 21:9, გაფართოება WQHD (3440 × 1440 პიქსელი) და აქვს Mini-LED განათება, ასევე DisplayHDR 1000 სერტიფიკაციის მხარდაჭერა. 34-დუიმიანი მოდელის ფერთა გადმოცემა 45-დუიმიანი ვერსიის ანალოგიურია. 

image.jpeg 

image.jpeg 

უმცროს მოდელსაც აქვს 120%-იანი sRGB და 115%-იანი DCI-P3 ფერთა გამები. კადრის განახლების სიხშირეა 180 ჰერცი (აჩქარებისას). მატრიცის რეაგირების დრო შეადგენს 1 მილიწამს (MPRT). მონიტორს აქვს USB-ჰაბი 145 ვატი სიმძლავრით. 

image.jpeg 

image.jpeg 

Legion Y34wz-30 მოდელიც ოქტომბერში გამოვა და შეფასებული იქნება 1199.99 აშშ დოლარად. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.