Magdalena Posted March 29, 2023 Posted March 29, 2023 კომპანია Lenovo-მ წარადგინა ორი რკალისებრი გეიმინგ მონიტორი - 34-დუიმიანი მოდელი Legion Y34wz-30 და 45-დუიმიანი Legion R45w-30. ორივე მათგანს აქვს USB-ჰაბი, KVM -გადამრთველები და ეკრანის ორად გაყოფის შესაძლებლობა. ფოტოს წყარო: Lenovo მოდელ Lenovo Legion R45w-30-ის გვერდების შეფარდებაა 32:9. მონიტორს აქვს UltraWide QHD (5120 × 1440 პიქსელი) გაფართოება, გამოყენებულია 10-ბიტიანი მატრიცა 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, რომლის აჩქარება შესაძლებელია 170 ჰერცამდე. Legion R45w-30 მოდელის სიკაშკაშის მაჩვენებელია 500 კდ/მ2, აქვს 120%-იანი sRGB და 115%-იანი DCI-P3 ფერთა გამების მხარდაჭერა, ასევე ფერის გადმოცემის სიზუსტის Delta E <2 მაჩვენებელი. მხარდაჭერილია გამოსახულების სინქრონიზაციის ტექნოლოგია AMD FreeSync Premium Pro. Lenovo Legion R45w-30-ზე ხელმისაწვდომია USB-ჰაბი 75-ვატიანი USB Type-C კონექტორით, აგრეთვე 2.5-გბ ქსელის ადაპტერი, HDMI 2.1 და DisplayPort 1.4. გეიმინგ მონიტორი Lenovo Legion R45w-30 გაყიდვაში გამოვა ოქტომბერში და მისი ფასი იქნება 999.99 აშშ დოლარი. Legion Y34wz-30 მოდელის გვერდების შეფარდებაა 21:9, გაფართოება WQHD (3440 × 1440 პიქსელი) და აქვს Mini-LED განათება, ასევე DisplayHDR 1000 სერტიფიკაციის მხარდაჭერა. 34-დუიმიანი მოდელის ფერთა გადმოცემა 45-დუიმიანი ვერსიის ანალოგიურია. უმცროს მოდელსაც აქვს 120%-იანი sRGB და 115%-იანი DCI-P3 ფერთა გამები. კადრის განახლების სიხშირეა 180 ჰერცი (აჩქარებისას). მატრიცის რეაგირების დრო შეადგენს 1 მილიწამს (MPRT). მონიტორს აქვს USB-ჰაბი 145 ვატი სიმძლავრით. Legion Y34wz-30 მოდელიც ოქტომბერში გამოვა და შეფასებული იქნება 1199.99 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/2awprnbc Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.