Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

რესურს VideoCardz-ის ინფორმაციით კომპანია NVIDIA სავარაუდოდ ამზადებს გრაფიკულ ამაჩქარებელ GeForce RTX 4070-ის ორ ვერსიას - 12+4-პინიანი 12VHPWR და სტანდარტული 8-პინიანი კონექტორით. ამასთან, მეორე ვარიანტს ექნება TGP-ის უფრო დაბალი მაჩვენებელი, თუმცა კომპანიის პარტნიორებმა, როგორებიცაა Palit, ASUS, MSI და GIGABYTE, შესაძლოა გამოუშვან საკუთარი ვერსიები ორი კონექტორით, მაგალითად 8- და 6-პიანიანი კონექტორებით. RTX 4070-ის დეტალური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება, მაგრამ GIGABYTE-ის მიერ გაზიარებული ინფორმაციით ცნობილია, რომ ვიდეო ბარათს 12 გბ მეხსიერება ექნება. მოდელი 12 აპრილს უნდა გამოვიდეს. 

12VHPWR კონექტორის რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეილახა მისი დადნობისა და RTX 4090 ბარათების მწყობრიდან გამოსვლის ელი რიგი შემთხვევების გამო - როგორც აღმოჩნდა, კონექტორის გადახურება და ნაწილობრივი დადნობა უკავშირდებოდა არასწორ გამოყენებას - მომხმარებლები ბოლომდე არ აერთებდნენ შტეკერს. იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ რამდენიმე ათეული ასეთი შემთხვევა იყო ასობით ათას გაყიდულ ვიდეო ბარათს შორის, გეიმერებში მაინც შავ ლაქად დარჩა. გარდა ამისა, მომხმარებელთა უმეტესობას ურჩევნია გამოიყენოს სტანდარტული 6- და 8-პინიანი კონექტორები, რათა არ შეიძინონ ახალი კვების წყარო და არ გამოიყენონ გადამყვანები. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.