Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Agility Robotics-მა წარადგინა ახალი თაობის ორფეხა რობოტი Digit. წინა ვერსიას, რომელიც განკუთვნილი იყო სასაწყობე და სხვა სამუშაოებისთვის, არ ჰქონდა თავი და თვალები, ახალ რობოტზე წარმოდგენილია ეს დეტალები, ამიტომ იგი უფრო მეტად დაემსგავსა ადამიანს. მიიჩნევა, რომ ორი ანიმირებული LED-თვალის არსებობა ადამიანებთან ურთიერთობას გააუმჯობესებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Agility Robotics 

უთავო Digit წარადგინეს 2020 წელს. აღინიშნებოდა, რომ მას სარგებლობის მოტანა შეუძლია სხვადასხვა სფეროში, ლოჯისტიკიდან დაწყებული საწარმოო ინსპექციით დამთავრებული. შესაძლებელი იყო რობოტის ავატარის სახით გამოყენებაც დანიშნულების ადგილზე დისტანციურად ყოფნისთვის. გარდა ამისა, რობოტს უნდა შეესრულებინა ზოგი დავალება ადამიანის მსგავსად და უნდა დაეკავებინა მისივე მოცულობის ადგილი, ამიტომ გადაწყდა, რომ იგი ყოფილიყო 180 სმ-ზე ოდნავ დაბალი და ორფეხა. 

image.jpeg 

თავისა და თვალების დამატება მხოლოდ „კოსმეტიკურ“ პროცედურას არ წარმოადგენს. კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სენსორებით აღჭურვილი თავი ადამიანებს საშუალებას მისცემს უკეთ აღიქვან Digit-ის მოქმედება, რადგან მისი თვალები მნიშვნელოვანი ინფორმაციის დემონსტრირებას მოახდენს - როგორიცაა მოძრაობის მიმართულების შეცვლა ან ამა თუ სახის საქმიანობით დაკავება. გარდა ამისა, შეიცვალა ხელების კონსტრუქცია, რომლებითაც ახლა უფრო ადვილი იქნება პლასტმასის კონტეინერებთან მუშაობა, რომლებიც ხშირად გამოიყენება საწყობებში. 

ჯერჯერობით Digit-ის შესაძლებლობები შეზღუდულია - რობოტს შეუძლია სიარული, ჩაჯდომა, კიბეებზე ასვლა და სხვა მარტივი მოქმედებების შესრულება, მისი მთავარი ამოცანაა 16 კგ-მდე წონის ობიექტების აწევა და დადება. 

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა დაუჯდება რობოტი მისი შეძენის მსურველ ბიზნესს, მაგრამ Agility Robotics-ის დეველოპერი ხსნის Agility Partner Program-ს, რომელიც პარტნიორებს მისცემს "ექსკლუზიურ შესაძლებლობას - განსაზღვრონ Digit-ის უნარები და შესაძლებლობები" - თავდაპირველად რობოტის შეძენას შეძლებენ მხოლოდ ინიციატივის მონაწილეები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.