Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASUS-მა გამოუშვა 31.5-დუიმიანი მონიტორი ProArt Display PA329CRV, რომელიც ციფრული კონტენტის შემქმნელებზეა ორიენტირებული. მოწყობილობაში გამოყენებულია 10-ბიტიანი IPS მატრიცა 100%-იანი sRGB და 98%-იანი DCI-P3 ფერთა გამების მხარდაჭერა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

ProArt Display PA329CRV-ის ეკრანს აქვს ფერთა გადმოცემის სიზუსტე Delta E <2, რაც დასტურდება სერტიფიკაციით Calman. დისპლეის გაფართოებაა 4K Ultra HD (3840 × 2160 პიქსელი), კადრის განახლების სიხშირე 60 ჰერცი, 5 მილიწამი რეაგირების დრო (GtG), მაქსიმალური სიკაშკაშე 350 კდ/2. კონტრასტულობის მაჩვენებელია 1000:1 და მხარდაჭერილია HDR10 სტანდარტი. 

image.jpeg 

ProArt Display PA329CRV მონიტორზე ხელმისაწვდომია USB Type-C კონექტორი DisplayPort 1.4-ის ალტერნატიული ფუნქციით და 96-ვატიანი დამტენი დაკავშირებული მოწყობილობებისთვის. ასევე წარმოდგენილია ორი HDMI 2.0 და USB ჰაბი სამი USB 3.2 Gen1 Type-A პორტითა და ერთი USB 3.2 Gen1 Type-C-ით. 

image.jpeg 

მონიტორს აქვს ერგონომიური სადგამი, რომელიც საშუალებას იძლება დარეგულირდეს ეკრანის სიმაღლე მაგიდიდან, ასევე მისი ბრუნვადობისა და დახრის კუთხე.  

image.jpeg 

ProArt Display PA329CRV მოდელის ფასი კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.