Magdalena Posted March 24, 2023 Posted March 24, 2023 კომპანია ASUS-მა გამოუშვა 31.5-დუიმიანი მონიტორი ProArt Display PA329CRV, რომელიც ციფრული კონტენტის შემქმნელებზეა ორიენტირებული. მოწყობილობაში გამოყენებულია 10-ბიტიანი IPS მატრიცა 100%-იანი sRGB და 98%-იანი DCI-P3 ფერთა გამების მხარდაჭერა. ფოტოს წყარო: ASUS ProArt Display PA329CRV-ის ეკრანს აქვს ფერთა გადმოცემის სიზუსტე Delta E <2, რაც დასტურდება სერტიფიკაციით Calman. დისპლეის გაფართოებაა 4K Ultra HD (3840 × 2160 პიქსელი), კადრის განახლების სიხშირე 60 ჰერცი, 5 მილიწამი რეაგირების დრო (GtG), მაქსიმალური სიკაშკაშე 350 კდ/მ2. კონტრასტულობის მაჩვენებელია 1000:1 და მხარდაჭერილია HDR10 სტანდარტი. ProArt Display PA329CRV მონიტორზე ხელმისაწვდომია USB Type-C კონექტორი DisplayPort 1.4-ის ალტერნატიული ფუნქციით და 96-ვატიანი დამტენი დაკავშირებული მოწყობილობებისთვის. ასევე წარმოდგენილია ორი HDMI 2.0 და USB ჰაბი სამი USB 3.2 Gen1 Type-A პორტითა და ერთი USB 3.2 Gen1 Type-C-ით. მონიტორს აქვს ერგონომიური სადგამი, რომელიც საშუალებას იძლება დარეგულირდეს ეკრანის სიმაღლე მაგიდიდან, ასევე მისი ბრუნვადობისა და დახრის კუთხე. ProArt Display PA329CRV მოდელის ფასი კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია. https://tinyurl.com/2p8zv3zd Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.