Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კრიპტო ბირჟა Coinbase იკვლევს ახალი სავაჭრო პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას შეერთებული შტატების იურისდიქციის გარეთ. ამის შესახებ წერს Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. 

მათი თქმით, კომპანია კონსულტაციებს ატარებს Coinbase Global Inc-ის ინსტიტუციურ მომხმარებლებთან ალტერნატიულ ბირჟაზე დაკავშირების შესახებ. მისი ადგილმდებარეობა ჯერ დადგენილი არ არის. 

Coinbase-ის წარმომადგენელმა უარი თქვა დეტალური კომენტარის გაკეთებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების გლობალური მიღების მისიის შესაბამისად ისინი აფასებენ გეოგრაფიულ ვარიანტებს და ხვდებიან „იურისდიქციებში მაღალი მარეგულირებელი მოთხოვნების მქონე სახელმწიფო მოხელეებს“. 

ბირჟის სერვისები ხელმისაწვდომია 100-ზე მეტ ქვეყანაში, მაგრამ მომხმარებლის ყველა ორდერი მუშავდება აშშ-ში რეგისტრირებული პლატფორმის მიერ. 

მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-ის ხელისუფლების მიერ ინდუსტრიაზე კონტროლის გამკაცრებისა და კრიპტო-მეგობრული მსხვილი ბანკების გაკოტრების სერიების ფონზე. 

ექსპერტების აზრით ოფშორული ბირჟის ამოქმედება Coinbase-ს საშუალებას მისცემს თავი დაიცვას აშშ-ის მტრული რეგულაციებისგან და საერთაშორისო მომხმარებლებს მიაწოდოს  ახალი პროდუქტები, რომლებიც არ არის დამტკიცებული მის შიდა ბაზარზე, როგორებიცაა დაკრედიტება და ვაჭრობა დეცენტრალიზებულ ბაზრებზე. 

შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში Coinbase-მა აამოქმედა ინიციატივა Crypto435, რომელიც მიზნად ისახავს კრიპტოვალუტების გაგებისა და მხარდაჭერის ხელშეწყობას პოლიტიკოსებსა და მარეგულირებლებს შორის. 

ამავდროულად აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჩამორჩება კრიპტოვალუტების კანონმდებლობის მომზადებაში, მაშინ როცა დანარჩენი მსოფლიო უკვე იყენებს ციფრულ აქტივებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.