Jump to content

Recommended Posts

Posted

ინსაიდერ KittyYukko-ს  ძალისხმევით ინტერნეტში გამოჩნდა NVIDIA-ს სამომავლო ვიდეო ბარათების ფოტოები. საუბარი ეხება GeForce RTX 4070 Ti Founders Edition და GeForce RTX 4060 Founders Edition ვიდეო ბარათების ეტალონურ ვერსიებს.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter / @KittyYukko 

შეგახსენებთ, რომ NVIDIA-ს არ გამოუშვია GeForce RTX 4070 Ti ბარათის Founders Edition ვარიანტი. კომპანიამ გამოუშვა ამ ვიდეო ბარათის PCB-ის ეტალონური ვერსია, რომელზეც კომპანიის პარტნიორ მწარმოებლებს შეუძლიათ საკუთარი გაგრილების სისტემების დამონტაჟება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გამოდის ბარათები არარეფერენსულ PCB-ებზეც. ამჟამად ინტერნეტში გამოჩნდა GeForce RTX 4070 Ti Founders Edition-ის PCB-ის ფოტო, რომელი ვიდეო ბარათის გამოშვებაზეც NVIDIA-მ უარი თქვა. 

image.jpeg 

GeForce RTX 4070 Ti-ს ეტალონური ვერსიის PCB. წყარო: Twitter / @KittyYukko 

image.jpeg 

GeForce RTX 4070 Ti-ს ეტალონური ვერსიის გაგრილების სისტემა. წყარო: Twitter / @KittyYukko 

image.jpeg

GeForce RTX 4070 Ti-ს რეფერენსული PCB. წყარო: TechPowerUp 

GeForce RTX 4070 Ti-ს ეტალონურ ვერსიას უნდა ჰქოდეს გაგრილების სისტემა, რომელშიც გამეორებული იქნება ძველი GeForce RTX 4080 და GeForce RTX 4090 Founders Edition მოდელების დიზაინი. 

image.jpeg 

GeForce RTX 4070 Ti-ს არარეფერენსული PCB. წყარო: HKEPC 

გარდა ამისა, ინსაიდერმა გააზიარა GeForce RTX 4060 Founders Edition მოდელის ფოტოები. წყაროს ცნობით GeForce RTX 4060 Ti მოდელს შესაძლოა ჰქონდეს იგივე გაგრილების სისტემა. გეგმავს თუ არა NVIDIA ამ გრაფიკული ბარათების მოდელების ეტალონური ვერსიების რეალურად გამოშვებას თუ საბოლოოდ უარს იტყვის მათზე, როგორც ეს მოხდა GeForce RTX 4070 Ti-სთან დაკავშირებით, უცნობია. 

image.jpeg 

რაოფიციალური ცნობებით GeForce RTX 4060 Ti მოდელში წარმოდგენილი იქნება გრაფიკული პროცესორი AD106-350 4352 CUDA ბირთვით და აქვს 8 გბ GDDR6 მეხსიერება 128-ბიტიანი სალტით. ამაჩქარებლის ენერგომოხმარების დონე 160 ვატს შეადგენს. 

image.jpeg 

GeForce RTX 4060 მოდელში გამოყენებული იქნება გრაფიკული პროცესორი AD107-400, რომლის შემადგენლობაშია 3072 CUDA ბირთვი. ამ მოდელსაც ექნება 8 გბ GDDR6 მეხსიერება 128-ბიტიანი სალტით. ამ მოდელის ენერგომოხმარება შეადგენს 115 ვატს. ორივე ვიდეობარათს ექნება PCIe 4.0 ინტერფეისი რვა PCIe არხით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.