Jump to content

Recommended Posts

Posted

საჰაერო კოსმოსურ კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა პლანეტთშორის კოსმოსურ ხომალდ Starship-ის გაშვების შესახებ განაცხადა. Twitter-ის საკუთარ გვერდზე მილიარდერმა დაწერა, რომ ხომალდი პირველი რეისისთვის სრულიად მზად იქნება მიმდინარე წლის აპრილში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SpaceX 

მასკის თქმით „Starship-ის გასაშვებად კომპანია SpaceX მზად იქნება რამდენიმე კვირაში“, მაგრამ გაშვების ზუსტი დრო ჯერ დადგენილი არ არის. ეს იმიტომ ხდება, რომ SpaceX-ს მოეთხოვება შესაბამისი ლიცენზიის მიღება აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან. დიდი ალბათობით, Starship-ის გაშვება აპრილის მესამე კვირის ბოლოს განხორციელდება. 

მიმდინარე თვის დასაწყისში მასკმა განაცხადა, რომ ვარსკვლავური ხომალდის ორბიტაზე პირველი ფრენის წარმატების შანსი არც თუ ისე მაღალია. მას მიაჩნია, რომ ხომალდს აქვს დაახლოებით 50% შანსი - წარმატებით დაასრულოს მომავალი საცდელი ფრენა. „მე არ ვამბობ, რომ იგი შეძლებს ორბიტაზე გასვლას, მაგრამ ძლიერი შთაბეჭდილებების გარანტიას გაძლევთ. ზოგადად, ეს არ იქნება მოსაწყენი სანახაობა! ”- თქვა მილიარდერმა თვის დასაწყისში კონფერენცია Morgan Stanley-ზე გამოსვლისას. 

შეგახსენებთ, რომ მრავალჯერადი კოსმოსური სატრანსპორტო სისტემა Starship შედგება 50-მეტრიანი ხომალდისა და 70-მეტრიანი Super Heavy რაკეტისგან, რომელიც განკუთვნილია მოწყობილობის ახლო ორბიტაზე გასაყვანად. SpaceX გეგმავს გამოიყენოს Starship სისტემა ადამიანებისა და ტვირთების მიწოდებისთვის მთვარესა და მარსზე, ასევე დედამიწიდან უფრო დაშორებულ სხვა კოსმოსურ ობიექტებზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.