X-treme user Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 SAPPHIRE-ისა და MSI-ს მიერ დაანონსებული Radeon HD 6970-ის შემდეგ, ბარათის საკუთარი ვერსია წარმოადგინა კომპანია PowerColor-მაც. მოდელი დაფუძნებულია 40-ნმ GPU Barts-ზე, რომელშიც გამოყენებულია 800 უნივერსალური პროცესორი, ისინი კი თავის მხრივ, გაერთიანებულნი არიან ორ მასივში, რომელთაგანაც თითოეულს გააჩნია საკუთარი დისპეტჩერი. GPU-ს ტაქტური სიხშირე შეადგენს 840 მჰზ-ს, 1 გბ GDDR5 მეხსიერება მუშაობს 4200 მჰზ-ზე, ხოლო ინტერფეისი კი 256-ბიტიანია. გაგრილების სისტემაში შედის ცენტრალური ფენი და სამი სპილენძის სითბური მილაკი. გასასვლელებს რაც შეეხება, ისინი წარმოდგენილია ერთ-ერთი DVI, HDMI და mDP-ით. ვიდეობარათის კვებისათვის კი, ექვსპინიანი პორტი თქვენს განკარგულებაშია. მოდელის რეკომენდირებული ღირებულება 150 $-ია, ხოლო Radeon HD 6970-ის ოფიციალური დებიუტი კი დაგეგმილია მომდევნო კვირაში. TechPowerUP! 4 Quote
მიშა Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 გმადლობ ინფოსთვის... სათაურში 6790 გიწერია და უცებ მეგონა მაგ სერიაშიც გამოვიდა ორჩიპიანი ვიდეო :D Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.