X-treme user Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 SAPPHIRE-ისა და MSI-ს მიერ დაანონსებული Radeon HD 6970-ის შემდეგ, ბარათის საკუთარი ვერსია წარმოადგინა კომპანია PowerColor-მაც. მოდელი დაფუძნებულია 40-ნმ GPU Barts-ზე, რომელშიც გამოყენებულია 800 უნივერსალური პროცესორი, ისინი კი თავის მხრივ, გაერთიანებულნი არიან ორ მასივში, რომელთაგანაც თითოეულს გააჩნია საკუთარი დისპეტჩერი. GPU-ს ტაქტური სიხშირე შეადგენს 840 მჰზ-ს, 1 გბ GDDR5 მეხსიერება მუშაობს 4200 მჰზ-ზე, ხოლო ინტერფეისი კი 256-ბიტიანია. გაგრილების სისტემაში შედის ცენტრალური ფენი და სამი სპილენძის სითბური მილაკი. გასასვლელებს რაც შეეხება, ისინი წარმოდგენილია ერთ-ერთი DVI, HDMI და mDP-ით. ვიდეობარათის კვებისათვის კი, ექვსპინიანი პორტი თქვენს განკარგულებაშია. მოდელის რეკომენდირებული ღირებულება 150 $-ია, ხოლო Radeon HD 6970-ის ოფიციალური დებიუტი კი დაგეგმილია მომდევნო კვირაში. TechPowerUP! 4
მიშა Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 გმადლობ ინფოსთვის... სათაურში 6790 გიწერია და უცებ მეგონა მაგ სერიაშიც გამოვიდა ორჩიპიანი ვიდეო :D
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now