Jump to content

Recommended Posts

Posted

პორტალ VideoCardz-ის ინფორმაციით ახალი ვიდეო ბარათი GeForce RTX 4070 12 აპრილს იქნება წარდგენილი. იმავე დღეს გამოჩნდება ბარათის ვერსიების მიმოხილვები, რომლებიც სარეკომენდაციო ფასად იქნება შემოთავაზებული. GeForce RTX 4070-ის გაყიდვა დაიწყება 13 აპრილს. ამავე დღეს გამოვა ვიდეო ბარათის არარეფერენსული ვარიანტების მიმოხილვები, რომელთა ფასი სარეკომენდაციოზე მაღალი იქნება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

VideoCardz-ის თანახმად NVIDIA-ს პარტნიორები მიმდინარე კვირაში დაიწყებენ მომწოდებლებთან დაკავშირებას GeForce RTX 4070-ის რეგიონალურ საწყობებში გასაგზავნად დისტრიბუტორებსა და საცალო მოვაჭრეებზე გავრცელების მიზნით. ამრიგად, ვიდეო ბარათის გამოშვებამდე მომზადებისთვის დაახლოებით ერთი თვეა გამოყოფილი. 

პროფილური მედია და ბლოგერები GeForce RTX 4070-ის ნიმუშებს მომდევნო თვის დასაწყისიდან მიიღებენ. მათ ექნებათ მინიმუმ ერთი კვირა თავიანთი მიმოხილვების მოსამზადებლად. საინტერესოა, რომ პუბლიკაციები ორ ნაწილად გაიყოფა. პირველ რიგში გამოქვეყნდება GeForce RTX 4070-ის საბაზისო ვერსიების მიმოხილვები, რომლებიც სარეკომენდაციო ფასად გაიყიდება, მომდევნო დღეს კი გამოჩნდება NVIDIA-ს სარეკომენდაციო ფასზე ძვირადღირებული ამაჩქარებლის ვერსიების მიმოხილვები. 

image.jpeg 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, NVIDIA-ს სურს თავდაპირველად გაარეკლამოს GeForce RTX 4070-ის უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტები და არა ქარხნული აჩქარების მქონე ვერსიები, რომლებიც, როგორც წესი, უფრო ძვირად იყიდება. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან პუბლიკაციებს შორის მხოლოდ 1 დღეა. არარეფერენსული ვარიანტების მიმოხილვები კი გამოჩნდება უშუალოდ ვიდეო ბარათის გაყიდვების დაწყების დღეს. 

image.jpeg 

რაოფიციალური ინფორმაციით GeForce RTX 4070-ში მოცემულია AD104-250/251 გრაფიკული პროცესორი 5888 CUDA ბირთვით. ვიდეო ბარათს ექნება 12 გბ GDDR6 მეხსიერება 192-ბიტიანი სალტით. გარდა ამისა, ეს იქნება Ada Lovelace სერიის პირველი დესკტოპ მოდელი, რომლის ენერგომოხმარების მაჩვენებელი მხოლოდ 200 ვატი იქნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.