Jump to content

Recommended Posts

Posted

გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Amazon-ის პროექტ Kuiper-ის საკომუნიკაციო თანამგზავრები მალე გაეშვებოდა ორბიტაზე. დაგეგმილია პირველი პროტოტიპების გამოშვება უახლოეს თვეებში, ამჯერად კი კომპანიამ ოფიციალურად გამოაცხადა თავისი განზრახვა - გამოუშვას პირველი სრულფასოვანი მოწყობილობები 2024 წლის პირველ ნახევარში. კომერციული ტესტები მალე დაიწყება. კომპანია აპირებს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს SpaceX-ის Starlink-ს, რომელსაც უკვე ათასობით თანამგზავრი გააჩნია დედამიწის ორბიტაზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Amazon 

Reuters-ის ინფორმაციით Amazon-ის განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია თანამგზავრების შექმნასა და წარმოებაზე, მასობრივ წარმოებას მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს - ეს იქნება თანამგზავრების დაჯგუფების პირველი პარტია, რომელიც გადააჭარბებს 3000 მოწყობილობას მომდევნო რამდენიმე წელიწადში. ”ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ბეტა-ტესტირებას კომერციულ მომხმარებლებთან 2024 წელს,” - განაცხადა დეივ ლიმპმა, კომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ამერიკული მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებით კომპანიამ 2026 წლისთვის ორბიტაზე 3236 თანამგზავრის ნახევარი უნდა გაუშვას. ლიმპის თქმით, კომპანია ამისთვის ყოველდღიურად სამიდან ხუთ თანამგზავრის წარმოებას და დაახლოებით 10 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირებას აპირებს Kuiper-ის ქსელში. Amazon გეგმავს რამდენიმე პროტოტიპის გაშვებას წელს ახალი United Launch Alliance (ULA) რაკეტით. 

კომპანიამ დამატებით ისაუბრა სახმელეთო ტერმინალების მოდელებზე, რომლები თანამგზავრებთან მუშაობისთვისაა განკუთვნილი. სტანდარტული 11-დუიმიანი კვადრატული ანტენის მქონე ვარიანტის თვითღირებულება იქნება 400 აშშ დოლარზე ნაკლები და უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის 400 მბ/წმ სიჩქარეს. კომპაქტური 7-დუიმიანი ტერმინალი იქნება Amazon-ის ყველაზე ხელმისაწვდომი ოფცია, თუმცა კომპანიას მისი ფასი არ გაუსაჯაროვებია. და ბოლოს, ყველაზე მძლავრი და დიდი ზომის (48 × 76 სმ) მოდელი, რომელიც განკუთვნილია კორპორატიული და სხვა მსხვილი მომხმარებლებისთვის, უზრუნველყოფს 1 გბ/წმ სიჩქარეს - იგი საკმარისია სრულმეტრაჟიანი მაღალი გაფართოების ფილმის დაახლოებით 30 წამში ჩამოტვირთვისთვის. 

ცნობილია, რომ კონკურენტი Starlink სამომხმარებლო ტერმინალები 599 აშშ დოლარი ღირს და დღეს მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს SpaceX-ის სატელიტურ კომუნიკაციებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.