Jump to content

Recommended Posts

Posted

იანვარში NVIDIA -მ დაიწყო განახლებული GPU-ის მქონე GeForce RTX 4080-ის მიწოდება ჩაშენებული ძაბვის კომპარატორით, რომელიც ამ დრომდე ვიდეო ბარათის PCB-ის ცალკეულ ელემენტს წარმოადგენდა. ამ ელემენტის GPU-ის შემადგენლობაში გადატანის მიზანი ვიდეო ბარათის თვითღირებულების შემცირებაა. ამჟამად NVIDIA-მ დაიწყო ეტალონური GeForce RTX 4090-ის მიწოდება, რომელიც დამყარებულია ანალოგიური მახასიათებლის მქონე განახლებულ GPU-ზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Reddit 

ინფორმაცია ფორუმ Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. ვიდეო ბარათის GPU-Z პროგრამაში შემოწმებამ აჩვენა, რომ განახლებულ ვერსიას აქვს განსხვავებული მოდელის ნომერი. ვიდეო ბარათის უნიკალური იდენტიფიკატორი Device PCI ID უცვლელი დარჩა, თუმცა შეიცვალა Sub Device ID, რომელიც ამაჩქარებლის სერიაზე მიუთითებს. ეს ფაქტი განახლებულ მოდელებში გამორიცხავს ორიგინალური BIOS-ის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შესაძლებლობას AD102-300 GPU ბარათებში, რომლითაც GeForce RTX 4090 მოდელი თავდაპირველად გამოვიდა გაყიდვაში. 

image.jpeg 

ვიდეო ბარათის დაშლისას დადასტურდა თავდაპირველი ვარაუდი.  აღმოჩნდა, რომ მასში AD102-300-ის ნაცვლად გამოყენებულია განახლებული გრაფიკული პროცესორი AD102-301. საინტერესოა, რომ ამ დრომდე არანაირი გაჟონილი ცნობა არ მიუთითებდა იმაზე, რომ NVIDIA გეგმავდა GPU AD102-301 ვერსიის გამოყენებას. 

image.jpeg 

image.jpeg 

ფორუმის მომხმარებელი ასევე ამტკიცებს, რომ განახლებული GPU AD102-301 მუშაობს უფრო დაბალ, 1.07 ვოლტ ძაბვაზე AD102-300-ის 1.1 ვოლტთან შედარებით. ამ დროისთვის ეს ინფორმაცია ვერ დადასტურდება, რადგან გადამოწმებისთვის საჭიროა მეტი ვიდეო ბარათი. იმოქმედა თუ არა სამუშაო ძაბვის შემცირებამ ვიდეო ბარათის წარმადობაზე, ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, გაურკვეველია, ეს შეზღუდვები გავლენას ახდენს მხოლოდ Founders Edition მოდელზე, თუ ძაბვის შემცირება გამოჩნდება GeForce RTX 4090-ის custom-იზებულ ვერსიებში. 

image.jpeg 

განახლებული GPU-ის მაქსიმალური სამუშაო ძაბვის ცვლილება დადასტურდა MSI Afterburner-ისა და ASUS GPU Tweak უტილიტების მიერ. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.