Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Apple-მა წარადგინა iPhone 14-ისა და iPhone 14 Plus-ის ახალი ვერსიები - ეს სმარტფონები ამჟამად ხელმისაწვდომი იქნება ყვითელი ფერის კორპუსებით. ამრიგად Apple-მა გააგრძელა გაზაფხულზე საბაზისო iPhone-ის ახალი ვარიანტების გამოშვების ტრადიცია: გასული წლის ამავე პერიოდში გამოვიდა მწვანე iPhone 13 და 13 mini, ორი წლის წინ კი - იისფერი iPhone 12 და 12 mini 

image.jpeg 

„მომხმარელეს უყვართ თავიანთი iPhone-ები და მათ ეყრდნობიან ყოველ დღე თავიანთ საქმეებში. ამჯერად მოდელების ხაზში გამოჩნდა საინტერესო სიახლე - ახალი ყვითელი iPhone 14 და iPhone 14 Plus“ - განაცხადა Apple-ის პროდუქციის გლობალური მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა Bob Borchers-მა. – „ბატარეის გამორჩეული ხანგრძლივობა, მსუბუქი დიზაინი, პროფესიონალური ხარისხის კამერები და ვიდეოფუნქციები, უსაფრთხოების რევოლუციური შესაძლებლობები, როგორებიცაა გადაუდებელი თანამგზავრული კომუნიკაციები და iOS 16-ის ყველა ფუნქცია iPhone 14-ს აქცევს შესანიშნავ არჩევანად მათთვის, ვინც ახალ iPhone-ს ეძებს.” 

image.jpeg 

მახასიათებლების მხრივ ახალი სმარტფონები არაფრით განსხვავდება გასული წლის სექტემბერში გამოსული სხვა ფერის iPhone 14-ისა და 14 Plus-ისგან. iPhone 14-ს აქვს 6.1-დუიმიანი ეკრანი, iPhone 14 Plus-ს - 6.7-დუიმიანი. ორივე შემთხვევაში გამოყენებულია Super Retina XDR ეკრანები OLED პანელზე 1200 კდ/2 სიკაშკაშის მხარდაჭერით. ორივე მათგანს აქვს ორი უკანა კამერა: ძირითადი 12-მეგაპიქსელიანი მოდული და 12-მეგაპიქსელიანი ფართო კუთხის სენსორი. სმარტფონებს საფუძვლად უდევს ერთკრისტალიანი პლატფორმა Apple A15 Bionic, რომლის დებიუტი iPhone 13-ში შედგა. მხარდაჭერილია თანამგზავრული კავშირი ექსტრემალური შემთხვევებისთის. 

image.jpeg 

ახალი ყვითელი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ის გაყიდვაში გამოვა 14 მარტს. iPhone 14-ის ფასი აშშ-ში 799 აშშ დოლარიდან იწყება, iPhone 14 Plus კი 100 აშშ დოლარით მეტი ღირს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.