Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

24 აპრილს ტექნოლოგიური გიგანტი Amazon აამოქმედებს Web3 ინიციატივას, რომელიც დაკავშირებულია არაურთიერთჩანაცვლებად ტოკენებთან (NFTs). ამის შესახებ წერს The Big Whale. 

გამოცემის თანახმად კომპანიის ვებ-გვერდზე გამოჩნდება ცალკე ჩანართი Amazon Digital Marketplace. საწყის ეტაპზე 15 კოლექციაზე წვდომა მიეცემა მომხმარებლებს შეერთებული შტატებიდან, მოგვიანებით - სხვა ქვეყნებიდან. 

საინფორმაციო მედიაში მითითებულია, რომ ინიციატივის ამოქმედება ორჯერ გადაიდო, სავარაუდოდ, FTX-ის გარშემო შექმნილი ვითარების გამო. 

2022 წლის გაზაფხულზე Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ჯესიმ დაუშვა მომავალში NFT-ების გაყიდვა კორპორაციის პლატფორმაზე. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ელოდება "მნიშვნელოვან ზრდას" არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების სექტორში. 

2023 წლის დასაწყისში Blockworks-მა წყაროებზე დაყრდნობით გამოაცხადა კომპანიის გეგმები NFT-თან დაკავშირებული ინიციატივის წამოწყების შესახებ გაზაფხულზე. 

შეგახსენებთ, რომ თებერვალში Amazon Web Services პლატფორმამ გახსნა სპეციალისტის პოზიცია Web3-ის დარგში. პოზიცია გულისხმობს სტარტაპებთან და მსხვილ საწარმოებთან ურთიერთობას, პლატფორმის სერვისების განვითარებას და პროდუქციის ჯგუფების გაფართოებას. 

მანამდე The New York Times-მა დაწერა, რო ტექნოლოგიური გიგანტი გეგმავს გაათავისუფლოს კომპანიის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის, 10000 ადამიანი.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.