Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD Ryzen 9 7940HS ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინის გამომწვევი APU-ია, რაც მნიშვნელოვანი მიზეზით აიხსნება: მასში წარმოდგენილია დაუჯერებლად მძლავრი iGPU. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორები სუსტი იყო და გაჭირვებით უზრუნველყოფდნენ იმ დროისთვის ახალი თამაშების კარგ ხარისხში გაშვებას მისაღები წარმადობით. ამჟამად AMD გამოუშვებს iGPU-ს, რომლის წარმადობა ოდნავ ჩამორჩება სრულფასოვან NVIDIA GTX 1650 Ti-ს. FSR 2.0+ ტექნოლოგიასთან ერთად მეტ-ნაკლებად გამოირიცხება საწყისი დონის დისკრეტული გრაფიკის საჭიროება. 

ეს გახლავთ ინსაიდერ Moores Law is Dead-ის ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმად Ryzen 9 7940HS-ში ჩაშენებულმა Radeon 780M-მა გრაფიკულ ტესტში დააგროვა 259Х ქულა, ხოლო Time Spy-ში - ჯამში 289Х ქულა. AMD Radeon 780M-ს აქვს 12 გამომთვლელი მოდული და იმუშავებს 2.8, 2.7 ან 2.6 გჰც სიხშირეებზე. 

image.jpeg 

ასეთი შედეგი ინტერნეტში ადრეც გავრცელდა და, დიდი ალბათობით, ეს არის 25 ვატი სიმძლავრის მქონე ამაჩქარებლის ვარიანტი. უფრო მეტი, 54-ვატიანი ვარიანტი ბევრად უფრო ახლოს არის NVIDIA GTX 1650 Ti-სთან ან RTX 2050-თან. WhyCry- დაადასტურა, რომ ეს გრაფიკული პროცესორები ვერ მიაღწევს 3.0 გჰც სიხშირეს, რაც მიღწევადია AMD RDNA3 არქიტექტურაზე დამყარებული სხვა სერიების ვიდეო ბარათებისთვის მისაღები ტემპერატურის შენარჩუნების პირობებში. 

image.jpeg 

AMD Ryzen 7040 Phoenix სერიის APU-ები მიმდინარე კვარტლის ბოლოს გამოვა. მოსალოდნელია, რომ ამ ჩიპებში შენარჩუნებული იქნება Radeon-ის ყველა ფუნქცია რეითრეისინგის, FSR და RSR ტექნოლოგიების ჩათვლით. ჩიპები წარმოებული იქნება 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და მათშ გამოყენებული იქნება არქიტექტურა Zen 4. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.