Jump to content

Recommended Posts

Posted

ხელოვნური ინტელექტის გენერაციული სისტემების პოპულარობა, რომლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ChatGPT, დიდ სარგებელს მოუტანს მსგავსი პროდუქტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გამოთვლითი ამაჩქარებლების მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეს, ყველაზე დიდ სარგებელს კი ნახავს NVIDIA, რომელიც ამ სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა - ასეთი მოსაზრება გამოთქვეს Trendforce-ის სპეციალისტებმა და მათ სიტყვებს რესურსი Wccftech აზიარებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

მკვლევარების გამოთვლების მიხედვით ChatGPT-ის სწრაფი განვითარებისა და პარამეტრების რაოდენობის ზრდის გამო სულ რამდენიმე წელიწადში სისტემის მუშაობისთვის საჭირო GPU-ების რაოდენობა გაიზრდება ერთნახევარჯერ - თუ 2020 წელს ამას დასჭირდებოდა დაახლოებით 20 000 გამოთვლითი ამაჩქარებელი, მიმდინარე წელს შეიძლება საჭირო გახდეს 30 000 ან მეტი. 

თავიანთი გამოთვლების ეტალონად სპეციალისტებმა გამოიყენეს ამაჩქარებელი NVIDIA A100, რომელსაც კომპანია გვთავაზობს, როგორც DGX A100 სერვერის ნაწილს. ამაჩქარებლის წარმადობაა 5 petaFLOP და, წყაროს აზრით, იგი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებისა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გამოთვლების აჩქარებისთვის. 

მოსალოდნელია, რომ ChatGPT-ისა და მსგავსი სისტემების სწრაფი განვითარება NVIDIA-ს მეტად დიდ სარგებელს მოუტანს და საშუალებას მისცემს დააკომპენსიროს ან გადააჭარბოს კიდეც მომხმარებლების მხრიდან გრაფიკულ ადაპტერებზე მოთხოვნის შემცირებით განპირობებულ შემოსავალს. 

NVIDIA-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი დიდ იმედებს ამყარებს ChatGPT-ზე და აღნიშნავს, რომ ამ პროდუქტის გამოჩენა უდიდესი მოვლენაა ხელოვნური ინტელქტის გამოთვლების სამყაროში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.