Jump to content

Recommended Posts

Posted

ამერიკულმა საგადახდო სისტემებმა, Visa-მ და Mastercard-მა შეანელეს კრიპტო კომპანიებთან ახალი პარტნიორობის დამყარების გეგმები მას შემდეგ, რაც ბაზრის წარუმატებლობამ, რომელიც FTX-ის დაშლით დაიწყო, შეარყია ინდუსტრიისადმი ნდობა, აცხადებს Reuters ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

მსხვილი კრიპტო კომპანიების გაკოტრებამ, როგორებიცაა FTX და BlockFi, გამოიწვია თანხების გადინება კრიპტო ბაზრიდან და მასზე კონტროლის გაზრდა მარეგულირებლების მხრიდან. 

წყაროების თქმით Visa-მაც და Mastercard-მაც გადაწყვიტეს გადადონ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული გარკვეული პროდუქტებისა და სერვისების გამოშვება იმ დრომდე, სანამ არ ჩამოყალიბდეა ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, ასევე შესაბამისი საბაზრო პირობები. 

კრიპტო სექტორში ბოლოდროინდელი გახმაურებული წარუმატებლობები მნიშვნელოვანი შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, სანამ კრიპტოვალუტა გახდება ძირითადი გადახდების და ფინანსური სერვისების ნაწილი“, - განაცხადა Visa-ს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ეს არ ცვლის კომპანიის სტრატეგიას კრიპტოვალუტებთან მიმართებაში. 

თავის მხრივ, Mastercard-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია კვლავ დაინტერესებულია საბაზისო ბლოკჩეინ-ტექნოლოგიით და მისი გამოყენების შესაძლებლობით მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად და უფრო ეფექტური საგადახდო სისტემების შესაქმნელად. 

Visa-სა და Mastercard-ის კრიპტო პროექტებზე მუშაობის შენელების შესახებ საინვესტიციო კომპანია Great Hill Capital-ის თავმჯდომარემ და მმართველმა წევრმა Thomas Hayes-მა განაცხადა, რომ ისინი „წინ არ უნდა წავიდნენ მანამ, სანამ არ იქნება მკაფიო ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა“. 

ადრე საგადახდო სისტემებმა გამოაცხადეს კრიპტო კომპანიებთან პარტნიორობის დაწყების შესახებ. მათ ასევე შექმნეს სპეციალური ჯგუფები ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის შესასწავლად. 

გასული წლის აპრილში Mastercard-მა ძალისხმევა გააერთიანა კრიპტო კრედიტორ Nexo-სთან კრიპტოვალუტების მხარდაჭერის მქონე, მსოფლიოში პირველი საგადახდო ბარათის გამოშვების მიზნით. ნოემბერში Visa-მ განაცხადა, რომ სადებეტო ბარათის გამოშვების შეთანხმებას წყვეტდა კრიპტო ბირჟა FTX-თან მას შემდეგ, რაც ბირჟამ გაკოტრების პროცედურა წამოიწყო. 

American Express, რომელმაც 2021 წელს გამოაცხადა, რომ განიხილავს კრიპტოვალუტის გამოყენებას, როგორც ბონუს ქულების სამომავლო გადაცვლის ვარიანტს, აპირებს გადახედოს თავის პრიორიტეტებს ამ სფეროში. „მოკლე ვადაში ვერ ვიხილავთ, რომ კრიპტოვალუტა შეცვლის ჩვენს ძირითად საგადახდო და საკრედიტო სერვისებს“, განუცხადა American Express-ის წარმომადგენელმა Reuters-ს და აღნიშნა, რომ კომპანია აგრძელებს ტექნოლოგიის  გამოყენების ღირებული შემთხვევების შესწავლას. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.