Jump to content

Recommended Posts

Posted

Jon Peddie Research-ს დაახლოებით ორი თვე დასჭირდა GPU-ების ბაზრისთვის მეოთხე კვარტლის შედეგების შესაჯამებლად. საერთო ჯამში მიწოდების მოცულობა წლიური შედარებით 38%-ით შემცირდა, ამასთან დესკტოპ სეგმენტში შემცირებამ შეადგინა 24%, ლეპტოპების სეგმენტში - 43%. გრაფიკული პროცესორების ბაზარზე ასეთი ვარდნა არ დაფიქსირეულა 2011 წლის შემდეგ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

როგორც წყარო განმარტავს, Intel-ის გრაფიკული პროდუქტების წილი 1.1%-ით შემცირდა 71%-მდე, NVIDIA-ს წილი კი 0.68%-ით გაიზარდა 17%-მდე, კომპანია AMD-ის პოზიცია კი 0.4%-ით 12%-მდე შემცირდა. წლიური შედარებით Intel-ის წილი 62-და 71%-მდე გაიზარდა, NVIDIA-სი 19-და 17%-მდე შემცირდა, AMD-ს - 18-და 12%-მდე. 

image.png 

ფოტოს წყარო: Jon Peddie Research 

ჯამში Jon Peddie Research-ის მიხედვით გრაფიკული პროცესორების მიწოდების მოცულობა 15.3%-ით შემცირდა. ბაზრის ლიდერ Intel-ის (ინტეგრირებული გრაფიკის გათვალისწინებით) მიწოდების მოცულობა შემცირდა 16.5%-ით, AMD-ის - 12.7%-ით, NVIDIA-სი - 11.7%-ით. პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ცენტრალური პროცესორების ბაზარი, რომელიც დიდწილად გრაფიკული პროდუქტების ბაზრის დინამიკას განსაზღვრავს, შესაბამისად შემცირდა 17.4%-ით, წლიურ შედარებაში კი - 35.3%-ით. მეოთხე კვარტალში მიწოდებული 54 მილიონი ცენტრალური პროცესორიდან 63% მოდიოდა მობილურ სეგმენტზე, დანარჩენი 37% - დესკტოპ პროცესორებზე. 

ღსანიშნავია, რომ მეოთხე კვარტალში დისკრეტული ვიდეო ბარათების მიწოდების მოცულობა დესკტოპ სეგმენტში 7.8%-ით გაიზარდა. Jon Peddie Research-ის სპეციალისტების შეფასებით მომდევნო ხუთ წელში პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში დისკრეტული გრაფიკული პროცესორების გავრცელების დონე 32%-ს მიაღწევს. 2026 წლის ბოლოს მსოფლიოში ექსპლუატაციაში იქნება 3 მილიარდზე მეტი ყველა ტიპის გრაფიკული პროცესორი. 

სეზონური ტრენდის მიხედვით გრაფიკული პროდუქტების მიწოდების მოცულობა მეოთხე კვარტალში რჩება მესამე კვარტლის დონეზე, თუმცა გასულ წელს შემცირებამ შეადგინა 15.3%, რაც ათწლიან ნორმასთან შედარებით 6.8%-ით ნაკლებია. კვარტლის განმავლობაში სულ მიწოდებულ იქნა 64.2 მილიონი გრაფიკული პროცესორი, რაც 38.5 მილიონით ნაკლებია 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.