Magdalena Posted February 28, 2023 Posted February 28, 2023 Mercedes-Benz-მა განაცხადა Google-თან ერთად ნავიგაციის სფეროში ახალი პროექტის დაწყების შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ გეგმავს თითოეულ მანქანაში უზრუნველყოს უამრავი სენსორით აღჭურვილი „სუპერკომპიუტერის დონის წარმადობა“, რაც აუცილებელია ავტოპილოტირების პლატფორმის მუშაობისთვის - ეს კომპანიას ხელს შეუწყობს Tesla-სა და ახალ ჩინურ ბრენდებთან კონკურენციაში - წერს Reuters. ფოტოს წყარო: mercedes-benz.com თანამედროვე მანქანათმშენებელი კომპანიები ხშირად იყენებენ მოდელს, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ფუნქციების ნაკრებისა და მანქანის მახასიათებლების რეგულირების საშუალებას იძლევა - მომხმარებლის სურვილის შესაბამისად აქტიურდება ესა თუ ის შესაძლებლობა, როგორც წესი, დამატებითი თანხის ფასად. Mercedes-Benz-მა ამ მიდგომის გამოყენება გადაწყვიტა ჯერ კიდევ 2020 წელს NVIDIA-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში: მომხმარებლები ავტომობილში იღებენ მძლავრ ჩიპს, ამასთან ორი კომპანიის ხარჯები მაღალი არ არის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მძღოლი ჩიპის ყველა ხელმისაწვდომ ფუნქციას არ გაააქტიურებს. პროექტიდან მიღებული შემოსავალი Mercedes-Benz-სა და NVIDIA-ს შორის იყოფა. Mercedes-Benz-თან ერთობლივი პროექტი წამოიწყო ავტოპილოტირებისთვის განკუთვნილი სენსორების მწარმოებელმა Luminar Technologies-მა, რომელშიც გერმანული საავტომობილო ბრენდი მცირე წილს ფლობს. მრავალმილიარდიანი შეთანხმების ფარგლებში ათწლეულის შუა პერიოდისთვის ამ სენსორებით იქნება აღჭურვილი Mercedes-ის ავტომობილების ფართო სპექტრი - სიახლის გახმაურების შემდეგ Luminar-ის აქციების ფასი 25%-ით გაიზარდა. და ბოლოს, გერმანულმა კომპანიამ განაცხადა Google-თან თანამშრომლობის დაწყების შესახებ: ამერიკული პარტნიორი Mercedes-Benz-ს მიაწვდის სანავიგაციო მონაცემებს, აქტუალურ ინფორმაციას საგზაო მოძრაობის შესახებ, მძღოლები კი შეძლებენ YouTube-ის გამოყენებას საინფორმაციო-გასართობ სისტემაში - ვიდეოზე წვდომა განიბლოკება მანქანის გაჩერებისას, ან მესამე დონის ავტოპილოტირების სისტემის გააქტიურების დროს. https://tinyurl.com/2jd3xz73
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now