Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ნიუ-იორკის სახელმწიფო ფინანსური სერვისების დეპარტამენტმა (NYDFS) გამოაცხადა თავისი ინსტრუმენტების განახლების შესახებ რეგულირებად სუბიექტებს შორის ციფრული აქტივების უკანონო საქმიანობის მონიტორინგისთვის. 

„ეს ინსტრუმენტები დაგვეხმარება ფინანსური დანაშაულისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რეგულირებადი სუბიექტებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში და კიდევ უფრო გააძლიერბს ჩვენს ეროვნულ ლიდერობას ვირტუალური ვალუტის ზედამხედველობის მიმართულებით“, - განაცხადეს NYDFS-ში. 

მარეგულირებელს დეტალები არ გაუმჟღავნებია. განცხადებაში ნათქვამია, რომ განახლებები დეპარტამენტს ახალ შესაძლებლობებს მისცემს პოტენციური ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის შემთხვევების იდენტიფიცირებისთვის. 

10 თებერვალს NYDFS-მა დაიწყო გამოძიება Binance USD (BUSD) ემიტენტ Paxos-ის მიმართ. მოგვიანებით მარეგულირებელმა კომპანიას უბრძანა შეწყვიტოს Stablecoin-ის გამოშვება. 

კომპანიამ განაცხადა, რომ შეწყვეტს აქტივის გამოშვებას, მაგრამ გააგრძელებს ყიდვისა და კონვერტაციის ოპერაციების მხარდაჭერას მინიმუმ 2024 წლის თებერვლამდე. დეპარტამენტმა თავისი ქმედება ახსნა Stablecoin-ის არასაკმარისი უსაფრთხოებით. 

ასევე ცნობილი გახდა SEC-ის მუქარის შესახებ, რომ Paxos-ს უჩივლებს BUSD-ის გამოშვებისას ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონების დარღვევის გამო.  

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს Circle-მა საჩივარი შეიტანა NYDFS-ში Binance USD-ის რეზერვების მართვის ხარისხთან დაკავშირებით, აცხადებს Bloomberg. 

Posted

ისე ვაკვირდები და FTX კრახის შემდეგ სიტუაცია საკმაოთ გამოსწორდა და დასტაბილუროდა კრიპტოში, ნუ ბიტკოინ-ეთერეუმი საკმაოთ გაიზარდა და ბოლო პერიოდში ყველაფერი რომ ეცემოდა ბიტკოინი და ეთერეუმი მაინც მაღალ კურსს ინარჩუნებდა და ეგრე გრძელდება უკვე 1 თვეზე მეტია, არც ეხლა დააგდეს 1570$-ზე ქვემოთ ეთერეუმი, უკვე მიუახლოვდა 1650$, თუმცა ყველაფერი საკმაოთ დაცემულია დოუ ჯონსი იქნება თუ ოქროს ფასი, დოუ ჯონსმაც რომ ამოქაჩოს და მიუახლოვდეს 35000 ატმეტკას მაინც და ოქროს კურსი ისევ გაცდეს 1900$+ ალბათ ვიხულავთ ბიტკოინზეც მინიმუმ 27500$+ უკვე და ეთერეუმიც გაცდება 2000$, მაგრამ მანამდე ეგეთ ატმეტკებზე დგას, რაც ცუდი სულაც არაა წინა წლის ზამთრის ფორმას თუ შევადარებთ, ნუ დეკემბერში ძალიან უჭირდა ყველაფერს

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.